ირანმა ახალი რაკეტა წარმატებით გამოსცადა

ირანმა ახალი რაკეტა წარმატებით გამოსცადა

1257826
ირანმა ახალი რაკეტა წარმატებით გამოსცადა

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ახალი რაკეტა წარმატებით გამოსცადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ირანის ნახევრად სამთავრობო სააგენტო,  Tasnim-ი, ირანის,  ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურ,  ჰოსეინ სალამის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.  სალამი თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ ირანი სხვადასხვა თავდაცვითი და სტრატეგიული სამხედრო სისტემების ცდებს აგრძელებს. „ესენი, ჩვენი  შემკავებელი პოტენციალის გაზრდის მიზნით პერიოდულად განხორციელებული ცდებია.  გუშინაც,  ჩვენი ერის  ერთ-ერთი წარმატებული ცდა გვქონდა,“ განაცხადა სალამიმ. მან რაკეტის ტიპისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გააჟღერა.


საკვანძო სიტყვები: #გამოცდა , #რაკეტა , #ახალი , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები