იმიტომ რომ 21 - 2024

ყველა გზა რომში მიდის

2141910
იმიტომ რომ 21 - 2024

იმიტომ რომ 21 - 2024

ყველა გზა რომში მიდის 

გამარჯობათ ძვირფასო მსმენელებო. დღეს ვისაუბრებთ რომის იმპერიაზე, რომელიც დაპყრობითი ომების მსგავსად საინჟინრო უნარებითაც ცნობილი იყო. ჩვენ ვისაუბრებთ გამონთქვამზე, რომელიც ამ იმპერიიდან მემკვიდრეობით მივიღეთ და რომელიც მართავდა აფრიკას, აზიასა და ევროპას, ანუ იმდროინდელი ცნობილი მსოფლიოს უმეტეს ნაწილს მრავალი წლის განმავლობაში და არსებობდა დაახლოებით ათასხუთასი წლის განმავლობაში. გადაცემას ვიწყებთ გამონათქვამით „ყველა გზა რომში მიდის“.

გზის მშენებლობა და მოვლა რომის იმპერიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგია იყო. იმპერატორები დიდ ყურადღებას აქცევდნენ გზების მშენებლობას, რათა მომხდარიყო ეფექტური საკომუნიკაციო და სამხედრო სატრანსპორტო ქსელების უზრუნველყოფა იმპერიის გაფართოებისა და მართვისთვის. საგზაო ქსელი, რომლის გაფართოებას ცდილობდა ხელისუფლებაში მოსული ყველა იმპერატორი, ითვლება იმ მიზეზთა შორის, რის გამოც რომმა შეძლო ამდენი წლის განმავლობაში გადარჩენა. რომაელთა მიერ აშენებული საგზაო ქსელი, რომელიც აღემატება 200 ათას კილომეტრს, იწყება რომიდან და აღწევს ინგლისამდე, მთელ დასავლეთ ევროპამდე, ჩრდილოეთ ევროპაში შვეიცარიამდე და აღმოსავლეთში ანატოლიაში ირანამდე. ეს იძლევა უპირატესობას, რომელიც დღითიდღე აძლიერებდა სახელმწიფოს კომუნიკაციის, სამხედრო ლაშქრობების და ვაჭრობის მარტივად განხორციელების საშუალებას.

რომის იმპერიაში გზები შენდებოდა ქვით ან სტაბილიზირებული მასალებით. ეს გზები ზოგადად აგებული იყო ისე, რომ ყოფილიყო გლუვი და გამძლე. რომაული გზები ცნობილია განსაკუთრებით მაღალი ტროტუარებით გზის პირებზე. გზების მოვლა რეგულარულად ხდებოდა და რომაულ არმიას გზის მოვლის სპეციალური ნაწილები ჰყავდა.

რომში გზები არა მხოლოდ სამხედრო და სავაჭრო უპირატესობას იძლეოდა, არამედ ხელს უწყობდა კულტურულ ურთიერთქმედებას იმპერიის სხვადასხვა რეგიონსა და საზოგადოებას შორის. ამ გზების წყალობით უზრუნველყოფილი იყო ინფორმაციის, იდეებისა და სავაჭრო ნაკადი ადამიანებს შორის რომის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში. საგზაო მშენებლობის ამ პოლიტიკამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა იმპერიის სამხედრო ძალაუფლების გაფართოებაში, მართვასა და შენარჩუნებაში.

ამ საგზაო ქსელის წყალობით, ჩვენ ადვილად ვხედავთ, რომ ყველა არსებული გზა რაღაცნაირად უკავშირდებოდა რომს, იმპერიის დედაქალაქს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არსებობს გამონათქვამი „ყველა გზა რომში მიდის“. ეს ფრაზა, რომელიც პირველად გამოიყენა ფრანგმა პოეტმა ალენ დე ლილმა 1175 წელს, ახლო კავშირშია იმპერატორ ავგუსტუსთან, რომელიც გარდაიცვალა ახალი წელთაღრიცხვის 14 წელს. ავგუსტუსმა იმის საჩვენებლად რომ რომი და თავადაც მსოფლიოს ცენტრში იყო დედაქალაქში დაადგმევინა გზის დასაწყისის ამთვლელი ობელისკი რომელიც ყველა გზის საწყისად გამოაცხადა. კონსტანტინემ, რომელიც ტახტზე ავიდა დაახლოებით 300 წლის შემდეგ, სტამბოლში, იმპერიის ახალ დედაქალაქში, ამ ქვის მსგავსი მილონის ქვა დაადგმევინა და ეს ადგილი მსოფლიოს ცენტრად გამოაცხადა.

 



მსგავსი ინფორმაციები