შემთხვევითი აღმოჩენები  19 - 2024

ლეიკოპლასტირი

2136902
შემთხვევითი აღმოჩენები  19 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები  19 - 2024

ლეიკოპლასტირი 

ბავშვობაში ყველა ერთხელ მაინც დაცემულა და ხელი ან ფეხი გაუჭრია. განსაკუთრებით პატარა ბავშვები ქუჩაში, სკოლაში თუ სახლში, შეიძლება ზედმეტად გაერთონ თამაშში, ყურადღება გაეფანტოთ, დაეცნენ და მცირე დაზიანება მიიღონ. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მაშველი ხელებსა და ფეხებზე მცირე ჭრილობების ან სისხლდენის დროს. ამ მხსნელის სახელია ლეიკოპლასტირი. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც დროდადრო სჭირდებათ ლეიკოპლასტირი მცირე ნაკაწრების ან მტკივნეული ჭრილობებისთვის სახლში, სამსახურში ან ქუჩაში. ვინ აღმოაჩინა პირველად ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ სიცოცხლის გადამრჩენი ლეიკოპლასტირი და რა იყო მისი მიზანი?

ჩვენი გამომგონებლის სახელია ამერიკელი ერლ დიქსონი. 1920-იან წლებში ამერიკის შეერტებულ შტატებში მარლისა და სახვევების მწარმოებელ სამედიცინო კომპანიაში მომუშავე დიქსონის მეუღლე ჟოზეფინა იყო დიასახლისი, რომელსაც კერძების მომზადება ძალიან უყვარდა, მაგრამ ასევე საკმაოდ უყურადღებო გახლდათ. საოჯახო საქმეების კეთებისას ხშირად ჭრიდა ან იწვავდა ხელს. ერლ დიქსონს, რომელსაც მუდმივად უწევდა ცოლის ხელის მარლით შეხვევა, მცირე დაზიანებებისთვის იყენებდა მარლის ნაჭერს და წებოვანი ქსოვილის სახვევს მის დასაჭერად. თუმცა, ყოველ ჯერზე, ორივე მასალა ცალ-ცალკე უნდა მოეჭრა ჭრილობის ზომის მიხედვით და ამას საკმაო დრო სჭირდებოდა. უფრო მეტიც, არ იყო პრაქტიკული მხოლოდ ქსოვილის სახვევით ხელის შეხვევა. სწორედ ხელის შეხვევის დროს გაუჩნდა დიქსონს მარლისა და წებოვანი საფენის შერწყმის იდეა.

დიქსონმა, რომელმაც ამაზე მუშაობა დაიწყო, ჯერ დაკეცა და ქირურგიული ლენტის ზოლის შუაში სტერილური მარლა მოათავსა. შემდეგ ლენტაზე გადააფარა წებოვანი ქსოვილი, რომელსაც „კროლინი“ ერქვა, რათა ერთმანეთს არ მიკრობოდა და რულეტივით დაახვია. ამრიგად, მის მეუღლეს ჟოზეფინას შეეძლო ამ ზოლის იმდენის მოჭრა, რამდენიც სურდა პრაქტიკულად ჭრილობის დასაფარად, როცა დასჭირდებოდა. დიქსონმა გააცნობიერა, რომ მას შეეძლო თავისი აღმოჩენის კომერციულად გამოყენება და იგი წარუდგინა კომპანიის ხელმძღვანელობას, სადაც მუშაობდა. კომპანიის მენეჯმენტმა გააცნობიერა ამ შემთხვევითი გამოგონების კომერციული მომავალი და მალევე გამოუშვა პირველი ხელნაკეთი ლეიკოპლასტირი სახელწოდებით "Band Air". თავდაპირველად, გაყიდვები ქვეყნის მასშტაბით არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ კომპანიის მარკეტინგის განყოფილებამ დაადგინა, რომ სკაუტურ კლუბებთან თანამშრომლობა, რომელიც იმ დროისთვის ძალიან პოპულარული სპორტი იყო შეერთებულ შტატებში ბავშვებს შორის, ძალიან მომგებიანი იქნებოდა პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. სანამ ბავშვები ტყეებსა და მთებში სიარულის დროს მცირე ნაკაწრებით ან ჭრილობებით სახლში ბრუნდებოდნენ, მათ მაშველად დიქსონის სასწაულებრივი გამოგონება მოევლინათ. კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში უსასყიდლოდ გადასცა სკაუტებს და ამგვარად, ლეიკოპლასტირმა შეუცვლელი ადგილი იპოვა სახლის სამედიცინო კარადაში. ამ მარკეტინგული ტაქტიკის წყალობით, კომპანიამ განაგრძო ხელით წარმოება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მან ვეღარ დააკმაყოფილა მოთხოვნა და გადავიდა მანქანით წარმოებაზე. ერლ დიქსონი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა ამ გამოგონების წყალობით, რომლითაც მისმა კომპანიამ მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა.

ლეიკოპლასტირი ხელს უშლის მტვერში, ნიადაგსა და ჭუჭყიან წყალში არსებულ მავნე მიკროორგანიზმებს ღია ჭრილობასთან შეხებაში, რითაც აღკვეთს ინფექციების წარმოქმნას. პაწაწინა საჰაერო ხვრელები საშუალებას აძლევს ჟანგბადს მიაღწიოს ჭრილობამდე, რაც ეხმარება სხეულს ჭრილობების ან ნაკაწრების განკურნებაში. დღესდღეობით იწარმოება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ათობით სახეობის ლეიკოპლასტირი. უფრო მეტიც, იგი ბაზარზე წებოვანი ლენტების გარდა, სპრეის სახითაც კი შემოვიდა. ეს სპრეი იცავს დაზიანებულ ადგილს ჭრილობაზე ბოჭკოების თხელი ქსელის შექმნით და კანის ახალი უჯრედების წარმოქმნის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ლეიკოპლასტირიც ჭკვიანი გახდა. ლეიკოპლასტირების ტიპები მათზე განთავსებული სენსორებით მუშაობს სმარტ მოწყობილობებთან ინტეგრირებულად, რაც ჭრილობის მდგომარეობის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ამგვარად, საჭიროების შემთხვევაში, წამლით მკურნალობა შეიძლება იქნას გამოყენებული დაზიანებულ ადგილზე და უზრუნველყოფს ღია ჭრილობის უფრო სწრაფად შეხორცებას. 



მსგავსი ინფორმაციები