გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 19-2024

არდაჰანის ყვავილის თაფლი

2137004
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 19-2024

არდაჰანის ყვავილის თაფლი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 19-2024        

ილქერ თაშქინ

არდაჰანის ყვავილის თაფლი

რეგისტრაციის თარიღი: 01.06.2017 

თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე ქალაქი არდაჰანი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეცხოველეობის ცენტრია, მაღალი საძოვრებით, რომელიც აღწევს 3 ათას 200 მეტრ სიმაღლეზე, ასევე ცნობილია თაფლის წარმოებითაც. არდაჰანის ყვავილის თაფლი, მიიღება კავკასიური ფუტკრისგან, რომლებიც იკვებებიან რეგიონის მდიდარი ყვავილოვანი ჯიშებით. 2017 წელს, არდაჰანის მეფუტკრეთა ასოციაციის განაცხადის საფუძველზე, არდაჰანის ყვავილის თაფლი გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. არდაჰანის ყვავილის თაფლი, რომელსაც აქვს გამჭვირვალე, მბზინავი გარეგნობა და აქვს ღია ან მუქი ქარვისფერი, იმისდა მიხედვით, სეზონი მშრალია თუ წვიმიანი, შედგება ფუტკრისა და ათასზე მეტი ჯიშის ყვავილის ესენციისგან, რომლებიც არ შეიცავს რაიმე ქიმიურ ნივთიერებას. არდაჰანში ყვავილის თაფლის მწარმოებელ მეფუტკრეებს კავკასიური რასის დასაცავად ხშირად ამოწმებს ქალაქის სოფლის მეურნეობის პროვინციული დირექტორატი და ამ გზით თაფლის წარმოება გარკვეულ სტანდარტზეა დაცული. თაფლის წარმოება სკებში ივნისში იწყება და პიკს ივლისის ბოლოს აღწევს. მოსავლის აღება კი აგვისტოში ხდება. გამოცდილი მეფუტკრეები განსაკუთრებულად ზრუნავენ, რომ თაფლი ნაადრევად არ აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკრისტალდება. მოსავლის აღების შემდეგ, ყვავილის თაფლი იფილტრება და ივსება ქრომირებული ფოლადის ავზებში და ტოვებენ დასასვენებლად. დასვენების მიზანია მტვრის მარცვლების დაშლა და ჰაერის ბუშტების ამოღება. არდაჰანის ყვავილის თაფლი, რომელიც დასვენების შემდეგ იძენს მკაფიო, სუფთა და ნათელ ფერს, ასახავს რეგიონში მოყვანილი ყვავილების არომატულ გემოს, ივსება მინის ქილებში და სთავაზობენ მომხმარებლებს.



მსგავსი ინფორმაციები