შემთხვევითი აღმოჩენები 18- 2024

თმის საშრობი ფენი

2134732
შემთხვევითი აღმოჩენები 18- 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 18 - 2024 

თმის საშრობი ფენი 

შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ ამ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომ დაბანის შემდეგ გავიშროთ სველი თმა გაზქურის ან მტვერსასრუტის მილით, რომელიც ცხელ ჰაერს უბერავს? ეს იდეა, რომელიც საკმაოდ ფანტასტიკურად გამოიყურება, როცა ახლა მასზე ვფიქრობთ, სულ რაღაც 150 წლის წინ ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ასეთი მარტივი მოთხოვნილება უცებ გახდა საგრძნობი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რომლებიც სულ უფრო ხალხმრავალი გახდა ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ როდესაც ქალები ჩაერთნენ საქმიან ცხოვრებაში და სადაც თავის გადარჩენა დიდ სიჩქარეს მოითხოვდა. იმის გამო, რომ  დასაქმებულ თუ დიასახლის ქალებს დილით ადრე უწევდათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა წვიმითა და ტენიანობით განთქმულ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი და პარიზი, სველი თმით გამოწვეული დაავადებები ყველასთვის საერთო მტერი გახდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაკიკი და სინუსიტი, რომლებიც იწვევდა გაუთავებელ თავის ტკივილს, ამ პერიოდის ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდა. 

თავდაპირველად პრობლემა მარტივი საშუალებებით წყდებოდა. თმის გაშრობა ღია ცეცხლზე ან ღუმელთან დგომით ყველაზე მარტივი მეთოდი იყო, მაგრამ ფრანგ სტილისტს ალექსანდრე-ფერდინანდ გოდფროის, რომელსაც ასევე აწუხებდა თავის ტკივილი, შემთხვევით გაუჩნდა იდეა ცხელი ჰაერი გაზქურიდან სველ თმამდე მილის დახმარებით მიეტანა. ამისთვის მხოლოდ გაზქურა სჭირდებოდა, სუფთა მილი ცხელი ჰაერის გადასატანად და თავსახური. ფენის ისტორია, რომელიც ახლა ყველა სახლის აბაზანაშია, სწორედ ამ მარტივ იდეას ეფუძნება.

ფრანგმა სტილისტმა ალექსანდრე-ფერდინანდ გოდფროიმ ეს იდეა პროექტად აქცია 1890 წელს და გამოიგონა ისტორიაში პირველი ცნობილი თმის საშრობი ფენი. პროცესი მარტივი იყო, თავსახურის ქვეშ იჯდა თმის გაშრობის მსურველი, ღუმელიდან გამოსული ცხელი ჰაერი კი მილისა და თავსახურის საშუალებით მომხმარებლის თმისკენ მიემართებოდა. 10 წლიანი განვითარების ძალისხმევის შედეგად, ახალი ერა დაიწყო პირადი ჰიგიენის მოვლის სფეროში, როდესაც 1900 წელს პირველი სალონის ტიპის თმის საშრობი გამოიყენეს დალაქებმა და პარიკმახერებმა. ალექსანდრე-ფერდინანდ გოდფროის გამოგონების შემდეგ, თმის საშრობი ფენი ინჟინრებმა სწრაფად განავითარეს, მაგრამ თავდაპირველად ისინი ძალიან დიდი და ძვირი იყო, ძალიან სწრაფად ცხელდებოდა, ამიტომ ეფექტური არ იყო.

დიდი ზომის თმის საშრობებისთვის შემუშავებული პირველი ფუნქცია, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ბაზრობების გავლენით, სადაც ხდებოდა ტექნიკური მიღწევების პრეზენტაცია და იწვევდა დიდ ინტერესს მთელი მსოფლიოდან, იყო მოძრაობის უნარი. 1920-იანი წლებიდან პარიკმახერებს შეეძლოთ თავიანთი მომხმარებლების მომსახურება ახალი თმის საშრობებით, რომლებსაც შეეძლოთ მობრუნება წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ. თმის საშრობი, რომელიც პირველად დააპატენტა მწარმოებელმა 1911 წელს და უწოდა სალონის ტიპი, 1970-იან წლებამდე დიდად არ შეცვლილა. მანქანები ჯერ კიდევ ძალიან დიდი იყო და ჯერ კიდევ არ იყო კლასიფიცირებული, როგორც მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ სახლის პირობებში თმის გაშრობის მცდელობები 1920-იან წლებში დაიწყო. ინჟინრების განვითარების მცდელობებმა შედეგი გამოიღო დროთა განმავლობაში და 1970-იანი წლებიდან თმის საშრობი აღარ იყო ფუფუნება და სწრაფად დაიკავა ადგილი ჩვენი სახლების სააბაზანოებში. დღეს ბევრი კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ზომისა და ფერის თმის საშრობებს და საკმაოდ საინტერესოა იმის ცოდნა, რომ ასეთი გამოგონება ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით შემოვიდა, შთაგონებული გაზქურათა და ღუმელის მილით. 



მსგავსი ინფორმაციები