გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 18-2024

სამსუნის ბატის (ტირიდი) კერძი

2134146
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 18-2024

სამსუნის ბატის (ტირიდი) კერძი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 18-2024        

ილქერ თაშქინ

სამსუნის ბატის (ტირიდი) კერძი

რეგისტრაციის თარიღი:  27.12.2011

შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი სამსუნი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს თურქეთის დაარსების პერიოდში, ასევე ცნობილია ადგილობრივი დელიკატესით. სამსუნის შიდა რეგიონალური მუნიციპალიტეტების კავშირის განაცხადით, სამსუნის ბატის (ტირიდი) კერძი 2011 წელს, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. აღნიშნული დელიკატესი მზადდება ბატის ხორცით, ბულგურის ფლავით და იუხის ფენებით. სამსუნის ბატის კერძი, რომლის მომზადებას დაახლოებით 4 საათი სჭირდება, შეუცვლელი კერძია ზამთარში ქორწილების, დღესასწაულების და ხალხმრავალ წვეულებების დროს. დელიკატესის დამზადებაში გამოიყენება დაახლოებით 2 კილო ბატის ხორცი, 1 კილო ბულგური და 30 ცალი იუხის ლავაში. კერძის მომზადება ბატის გაწმენდის, დამარილების, მოხარშვისა და მიტანის სპეციალურ ოსტატობას მოითხოვს. გაწმენდილი და დამარილებული მთლიანი ბატი კისრიდან იკიდება შეშის ბუხარში. ბატი დროდადრო უნდა გადაბრუნდეს, რომ ყველა მხრიდან თანაბრად და კარგად შეიწვას. ჩამოკიდებული ბატის ქვეშ ტაფას ან სხვა ჭურჭელს ათავსებენ წვეთოვანი ცხიმის შესაგროვებლად. ცეცხლის ქარში გადაქცევის შედეგად ბატი საფუძვლიანად იწვის და კანი ხდება ხრაშუნა. ხორცის გამკვრივების თავიდან ასაცილებლად, ზეთს, რომელსაც ეწოდება „ტირიდი“ და ჩაედინება ქვემოთ ტაფაში, ზოგჯერ ხორცს ასხამენ. ამასობაში სხვა ღუმელზე მომზადებულ ბულგურის ფლავს ემატება ბატის ცხიმი. რბილად მოხარშულ ბატის ხორცს ჭრიან, ძვლებიდან აშორებენ და ლანგარზე ანაწილებენ. ბოლოს, ბატის ხორცს და ბულგურის ფლავს მიირთმევენ ცხელს, რომელსაც თან ახლავს ბატის ცხიმში ჩაყრილი თხელი იუხის ფენები.



მსგავსი ინფორმაციები