შემთხვევითი აღმოჩენები 15 - 2024

წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდი POST-İT

2125457
შემთხვევითი აღმოჩენები 15 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 15 - 2024 

წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდი POST-İT

გულმავიწყობა თანამედროვე დროში ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. იმდენი განსხვავებული როლი და მისია არსებობს, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ტვინს დროდადრო გარკვეული ინფორმაციის წაშლა სჭირდება, თუნდაც მცირე ხნით. ჩვენ ამას დავიწყებას ვუწოდებთ, მაგრამ ამის შედეგები არც თუ ისე დადებითია. ამიტომ პატარა ჩანაწერებს ვაკეთებთ მარცხნივ და მარჯვნივ, რომ არ დაგვავიწყდეს რა გავაკეთეთ ან რას გავაკეთებთ, რადგან ვიცით, რომ „სიტყვები მიფრინავს, ნაწერი კი რჩება“. მინაწერს, რომელსაც ჩვენ ვამაგრებთ მაცივრის კარზე ან პატარა ქაღალდის ნაჭერს, რომელსაც კომპიუტერის ეკრანის ქვეშ ვტოვებთ, დროდადრო შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ამიტომაა, რომ პაწაწინა, ფერადი წებოვანი ჩასანიშნი

ამბის დასაწყისი 1968 წლით თარიღდება. კომპანია 3M კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი სპენსერ სილვერი, ცდილობდა ეპოვა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წებო ამერიკული საავიაციო ინდუსტრიისთვის ინჟინრებთან ერთად, რომლებთანაც მუშაობდა. ამ კვლევების დროს ინჟინერებმა ბევრი სუსტი წებო აღმოაჩინეს, მაგრამ რადგან ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ყველაზე ძლიერ წებოზე, მათ ეს ახალი ფორმულები უსარგებლოდ მიიჩნიეს და გადააგდეს. თუმცა, მათ აღმოაჩინეს, რომ ამ წებოდან ზოგიერთი თან ვერტიკალურ ზედაპირებზე ეწებებოდა და თან არ ტოვებდა ნარჩენებს მოხნის შემდეგ. დოქტორ სილვერი, რომელიც ამ ფორმულების მიმართ გულგრილი იყო კვლევების პირველ წლებში, გარკვეული პერიოდის შემდეგ შემთხვევით მიხვდა, რომ ამ ახლად აღმოჩენილი წებოების გამოყენება სხვა სფეროებშიც შეიძლებოდა და 1973 წლიდან დაიწყო სუსტ წებოებზე მუშაობა. დოქტორმა სილვერმა და მისმა გუნდმა პირველად აღმოაჩინეს, რომ მათ შეეძლოთ ამ ახალი წებოების გამოყენება ოფისებში კორპის დაფებზე ჩანაწერების დასამატებლად სამაგრის ან ლენტის გარეშე, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს, რადგან კორპის დაფის გაყიდვები იმ დროს შეერთებულ შტატებში ძალიან დაბალი იყო. სწორედ ამ დროს ინჟინერი სახელად არტ ფრაი, რომელიც ესწრებოდა დოქტორ სილვერის სემინარს სუსტი წებოების შესახებ, საკითხში ჩაერთო.

ფრაი მორწმუნე ადამიანი იყო და კვირაობით ეკლესიის გუნდში გალობდა, მაგრამ ფურცლები, რომლებსაც ის იყენებდა თავისი საგალობლების წიგნის ფურცლების დასანიშნავად, მუდმივად ცვიოდა და ფრაი კარგავდა დანიშნულ გვერდს. ფრაიმ მისი კოლეგის სილვერის მიერ აღმოჩენილი სუსტი წებო ფურცელზე წაუსვა და წიგნში მისთვის სასურველი გვერდები მონიშნა. ამრიგად, სუსტი წებოვანი კომპონენტი, რომელიც თავდაპირველად წარუმატებელი აღმოჩნდა და გადააგდეს, გაერთიანდა, თუმცა შემთხვევით, პატარა ქაღალდთან ერთად და შექმნა ისტორიაში პირველი წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდი. მოგვიანებით ფრაიმ დაიწყო ამ წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდების გამოყენება სამსახურში, წარწერა გააკეთა პატარა ჩასანიშნ ქაღალდზე და დაურთო ანგარიშს, რომელიც თავის უფროსს გაუგზავნა. მისმა უფროსმა ამოიღო ფრაის წებოვანი ჩანაწერი ანგარიშიდან, სხვა დოკუმენტს მიაწება და ფრაის დაუბრუნა. 1970-იან წლებში ოფისები სავსე იყო ქინძისთავებით, ქაღალდის სამაგრებით, და ლენტით. ასე გადასცემდნენ ერთმანეთს სამუშაოსთან დაკავშირებულ შენიშვნებს თანამშრომლები. თუმცა, ფრაიმ და მისმა უფროსმა კომპანიაში კომუნიკაციის ახალი მეთოდი იპოვეს, თუმცა შემთხვევით, და ამას ერთად ყავის დალევისას მიხვდნენ.

კომპანიამ, სადაც ფრაი მუშაობდა, 1980 წელს გამოუშვა წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდის სამი განსხვავებული პროდუქტი და დააპატენტა, მაგრამ იყო მცირე პრობლემა; ოფისის თანამშრომლებმა არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ ეს პატარა, ფერადი წებოვანი ქაღალდები და უარს არ ამბობდნენ ძველ ჩვევებზე. კომპანიის მენეჯმენტი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწია მიუხედავად სხვადასხვა მარკეტინგული ტექნიკისა, დარწმუნებული იყო თავის ახალ პროდუქტში და ინტენსიური სარეკლამო კამპანიის შემდეგ სხვადასხვა ზომის თავისი პროდუქტი უსასყიდლოდ გააგზავნა აშშ-ის მსხვილ კომპანიებში. მცირე ხნის შემდეგ, თითქმის ყველა მყიდველმა შეუკვეთა წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდები და გაირკვა, რომ ამ ახალი პროდუქტისადმი ნდობა ფუჭი არ ყოფილა. დღეს ეს პროდუქტი დამახსოვრების, შეხსენების, კომუნიკაციისა და ორგანიზაციული მუშაობის განუყოფელი ნაწილია. ამგვარად, წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდები, რომლებიც ახლა თითქმის ყველა ოფისსა და სახლში გამოიყენება, გახდა ყველაზე გაყიდვადი საკანცელარიო ნივთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.



მსგავსი ინფორმაციები