იცით თუ არა, რომ? 69 - 2023

სტამბოლის კატები

2083828
იცით თუ არა, რომ? 69 - 2023

იცით თუ არა, რომ? 69 – 2022-2023

სტამბოლის კატები

იცით თუ არა, რომ ისტორიული ქალაქი სტამბოლი ასევე ცნობილია თავისი კატებით?

ათასობით წლის ისტორიის მქონე ბრწყინვალე სტამბოლი, არის ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი კატებით, ასევე თავისი ისტორიული და კულტურული ფასეულობებით, ბუნებრივი სილამაზეებით. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს სტამბოლისთვის დამახასიათებელი კატის ჯიშია, საუბარია ქუჩის კატებზე, რომლებსაც ამ ქალაქში ნებისმიერ დროს შეხვდებით.

საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ყველა კატა ანატოლიური და ეგვიპტური წარმოშობისაა. კატები, რომლებიც ანატოლიაში მონადირეობით იკვებებოდნენ, ადაპტირდნენ ქალაქურ ცხოვრებასთან ოსმალეთის პერიოდში და სტამბოლში კატების სწრაფად მზარდმა პოპულაციამ ქალაქში „კატების კულტურა“ შექმნა. ამრიგად, კატები სტამბოლში ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ოსმალეთის პერიოდში უპატრონო ცხოველებს იცავდნენ, სამზარეულოებში გაჭირვებულებთან ერთად კატებსა და ძაღლებსაც აძლევდნენ საკვებს. ქუჩის ცხოველების კვებისა და დასაცავად ფონდებიც კი შექმნილა. დღესაც ცხოველთა თავშესაფრებისა და მათი თანამშრომლების გარდა, ასევე ათასობით მოხალისე აგრძელებს ამ მოვალეობის შესრულებას.

ოსმალეთის იმპერია ასევე პირველი სახელმწიფოა, სადაც ცხოველთა უფლებების რეგულაციები იქნა მიღებული. მე-16 საუკუნეში მომზადებულ კანონებში აკრძალული იყო დაბერებული ცხოველების მძიმე სამუშაოებზე დასაქმება. ოსმალეთში ადამიანები ქუჩის ცხოველებს მემკვიდრეობასაც კი უტოვებდნენ.

სტამბოლის თითქმის ყველა რაიონში შეგიძლიათ შეხვდეთ კატებს. პარკებში, ფანჯრის რაფებზე, მაღაზიების კარებში, მაღაზიის ვიტრინებში, წიგნის მაღაზიების წიგნებს შორის, მეტროსადგურში, ბორანზე შეიძლება შეგხვდეთ ყველა ფერისა და ასაკის კატა; სანამ თქვენ სვამთ ჩაის კაფეში, ის შეიძლება თქვენს კალთაზე ახტეს და სიამოვნებით დაიძინოს.

ყველაზე ცნობილი კატა სტამბოლში და ალბათ მსოფლიოში არის გლი, რომელიც ცნობილია როგორც აია სოფიას კატა. გლი, რომელიც 2004 წელს აია სოფიაში დაბადებული სამი კნუტიდან ერთ-ერთია, 2020 წელს გარდაცვალებამდე აია სოფიაში ცხოვრობდა და იგი მნახველების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს საყვარელი კატა, რომელსაც ასი ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელში, ასევე წარმოდგენილია ათასობით ფოტოში, სადაც ნაჩვენებია აია სოფიას ბრწყინვალე არქიტექტურა.

თუ გსურთ უკეთ გაიცნოთ სტამბოლის კატები, გირჩევთ ნახოთ ჯეიდა თორუნის 2016 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „კატა“.


საკვანძო სიტყვები: #გლი , #კატა , #სტამბოლი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები