„კუთხე-კუნჭული“ 66 - 2023

საქორწილო რიტუალები ანატოლიაში

2072925
„კუთხე-კუნჭული“ 66 - 2023

კუთხე-კუნჭული 66 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 66 - 2022-2023

საქორწილო რიტუალები ანატოლიაში

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

წინა გადაცემებში დაწყებულ თემას საქორწილო რიტუალების შესახებ ვაგრძელებთ.

ანატოლიაში საქორწილო რიტუალების ფესვები შუმერებისა და ხეთების მიერ შემოღებული წეს-ჩვეულებებიდან მოდის, მაგრამ ის საერთოს პოულობს დღევანდელ რიტუალებთანაც. საქორწილო რიტუალი ოჯახის ინსტიტუტზე უფრო ძველია და ის ავტომატურად ოჯახის ინსტიტუტს არ ნიშნავს. ქორწინება სწორედ ძველი ცივილიზაციების მიხედვით სხვადასხვა სოციუმის დაახლოებისა და ომების შემცირების მიზნით გონივრულად შემუშავებული ქმედებაა. მან დროთა განმავლობაში, ჯერ სამხიარულო რიტუალური ფორმა შეიძინა, ცეკვა-სიმღერისა და სხვადასხვა სანახაობების სახით. განვითარების შემდგომმა საფეხურმა კი კერძო საკუთრების ერთ სივრცეში მოქცევა განაპირობა, რასაც ოჯახი დაერქვა. ასე რომ თავის დროზე ღმერთისა და ქალღმერთის შეერთების სიმბოლურად გამოხატულების შედეგად დაბადებული ნაყოფიერების კულტის საფუძველი-ქორწინება სოციუმის ფორმირებასთან ერთად ოჯახის ინსტიტუტად ქცევის შემდეგ სუფთა მატერიალურ და ორგანიზებულ კავშირად იქცა.

ანატოლიაში, რურალურ რეგიონებში მოსავლიანობასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ქორწინების რიტუალები ურბანულ სივრცეში მკვეთრად იცვლება და აქ ის თავისი წეს-ჩვეულებებით საკმაოდ განსხვავდება. ურბანულ გარემოში ქორწინება კარგავს თავის ძველ ფესვებს და ეს გამოიხატება ქორწილის ადგილის შერჩევაშიც კი.

ანატოლიაში, დიდ ქალაქებში ქორწილის დახურულ სივრცეში, არა სეფაში არამედ ე.წ. დარბაზებში აღნიშვნის ტრადიცია 1930-იანი წლებიდან დაიწყო. ცხადი იყო, რომ ეს სამეჯლისოდ მორთული საქორწილო დარბაზები ევროპულობისადმი მისწრაფებითა და მიბაძვით შემოღებული სიახლე იყო. ყოველივე ეს განსაკუთრებით რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ დასავლური სამყაროს ნაწილად გახდომის „დებულებებიდან“ ერთ-ერთი იყო, ამიტომაც ახალ სამყაროსთან შეგუება გარდაუვალი გახდა.

ანატოლიის პროვინციებში ჯერ კიდევ ქორწილები ე.წ. Halkevleri იგივე საზოგადოებრივ ცენტრებში იმართებოდა. თუმცა  სამეჯლისო დარბაზებმა დიდი ქალაქებიდან მალევე მოიკიდა ფეხი პროვინციებშიც და 60-იანი წლებიდან სოფლიდან მახლობელ ქალაქებში დარბაზის დასაჯავშნად ჯერ კიდევ ორი სეზონით ადრე მიმართავდნენ ხოლმე.

სოფლებში ღია ცის ქვეშ გამართული ქორწილების თანმხლები სუფრის სამზადისი სოფლის მოედანზე ყველას მონაწილეობით დიდ ქვაბებში საერთო ხორბლის კერძის მოხარშვითა და იქვე დასაკლავად გამზადებული ხბოს ან ცხვრის ხორცის მოხარშვით შემოიფარგლებოდა. ეს რიტუალი კი სწორედ ანატოლიაში უძველეს საქორწილო რიტუალებთან პოულობს საერთოს. მაგრამ მსგავსი რიტუალები უცხო გახდა ქალაქური ქორწილებისთვის, რადგანაც დარბაზის თეთრ სუფრებზე 60-იანი წლებიდან პოპულარობა მოპოვებული „გაზოზ“ იგივე ლიმონათი და ნამცხვრები იკავებდა ადგილს. დარბაზებში საქორწილო რიტუალის ნაწილად ტორტიც იქცა.

თუმცა საქორწილო ტორტის, ნამცხვრის ან მოტკბო პურის ისტორია, რომელიც საქორწილო რიტუალის განუყრელი ნაწილია, ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდამდე აღწევს. იმპერიის პერიოდში ტორტის ნაცვლად სიძე-დედოფალი მოტკბო ქერის პურს მიირთმევდა, ეს რიტუალი კი პურის დედოფლის თავზე შემოვლებით და პურის შუაზე გადატეხვით იწყებოდა. პურის თავზე შემოვლების ტრადიცია ანატოლიაში დღემდეა შემორჩენილი. თუმცა როგორც ღია სეფიდან დარბაზებში გადაინაცვლა საქორწილო რიტუალებმა, ისე ქერის პური ტორტმა შეცვალა. ტრადიცია კი თითქმის საერთაშორისო გახდა და დღეს სოფლებსა და ქალაქებში უზარმაზარი ტორტის პირველ ერთ ლუკმას სიძე-დედოფალი ერთმანეთს თავიანთი ხელით ასინჯებს ხოლმე. შემდგომ კი ტორტს იმდენ ნაჭრად ანაწილებენ, რამდენი სტუმარიც ესწრება ქორწილს. ეს ტრადიცია დღეს ნელ-ნელა იცვლება და მრავალსართულიანი, თეთრი ტორტის ნაცვლად მომცრო ფორმის ხილის პატარა ტორტით შემოიფარგლებიან.

ასე დავასრულეთ საქორწილო რიტუალების შესახებ გადაცემათა ციკლი.


საკვანძო სიტყვები: #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები