„კუთხე-კუნჭული“ 61 - 2022-2023

მცენარეული ჩაი - ხანგრძლივი სიცოცხლის წყარო

2058308
„კუთხე-კუნჭული“ 61 - 2022-2023

კუთხე-კუნჭული 61 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 61 - 2022-2023

მცენარეული ჩაი - ხანგრძლივი სიცოცხლის წყარო

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რა არის 21-ე საუკუნეში სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო, რომელ საკვებ პროდუქტში იმალება ის და ადვილია თუ არა მისი მოპოვება. ბევრი სამეცნიერო კვლევა არსებობს იმაზე მსოფლიოს რომელ მხარეს ცხოვრობენ ყველაზე ხანგრძლივად. საერთო შეჯამებით კი ადგენენ, რომ ხანგრძლივი სიცოცხლე უმეტესწილად კვებაზეა დამოკიდებული. მართალია ამ კვლევებში ცხოვრების სტილიც, მოძრაობა, სიცილი, ცეკვა-სიმღერაც არის დამატებული, თუმცა მეტი წილი საკვებზე მოდის.

სწორედ საკვებ პროდუქტებს შორის შედის სხვადასხვა მცენარეული ჩაი, რომლის ცხოვრების მანძილზე მირთმევა იმდენად ახანგრძლივებს წლებს, რომ არათუ დამთრგუნველი სიბერე არამედ ავადმყოფობაც კი ვერ ერევა ხოლმე ადვილად სხეულს. ასეთი მცენარეული ჩაის სახეობებიდან ყველაზე გავრცელებულია - Adaçay თურქულად, ლათინურად Salvia Officinalis, ქართულად კი სალბი იგივე შალფეი. თურქულიდან ის ითარგმნება როგორც „კუნძულის ჩაი“. სალბს თურქეთის ზღვისპირა რეგიონებსა და საბერძნეთში კარგად იცნობენ. ორივე ქვეყნის კუნძულების მოსახლეობის წლოვანების ხარნგრძლივობას სწორედ მას მიაწერენ კიდეც. დღეში სალბის ნახარშის იგივე ჩაის წლების მანძილზე მოხმარება არა მარტო სხეულის სიჯანსაღეს არამედ გონების სიცოცხლისუნარიანობასაც უწყობს ხელს. ამიტომაც აქ დემენციის შემთხვევებიც საკმაოდ დაბალია.

ხმელთაშუაზღვისპირეთში სალბის სახეობებიდან ყველაზე გავრცელებული თვითონ სალბი და ამავე მცენარეული ოჯახის მეორე წევრი თურქულად ბიბერიეა, ლათინურად Salva rosmarinus იგივე ყველასთვის ცნობილი როზმარინი.

სალბის ფოთლებს, სანამ ის ყვავილებს გამოიღებს მანამდე ეთერზეთების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მაისსა და ივნისში კრეფენ. აუცილებელია რომ ფოთლები დილის საათებში შეგროვდეს, რადაგანაც დღის სწორედ ამ მონაკვეთშია ფოთლები ეთერზეთებით გაჯერებული. შეგროვილ ფოთლებს გრილ და ჩრდილიან ადგილას ათავსებენ და გასახმობად ტოვებენ. გახმობის შემდეგ კი წვრილ წვრილად აქუცმაცებენ და ქილებში ინახავენ.

იმის გამო, რომ სალბი თავისებური არომატისა და სურნელის მქონე მცენარეა, მას არა მარტო ჩაის დასაყენებლად ახმობენ და ინახავენ, არამედ მის ცოცხალ თუ გამხმარ ფოთლებს გასტრონომიაშიც მოიხმარენ. როზმარინის გემოსთან მსგავსების გამო მას როგროც ხორციან ასევე პარკოსნებისგან დამზადებულ კერძებშიც ამატებენ.

ისევე როგორც საქართველოსა და თურქეთში კერძებში ქონდრის, მთის ქონდრის, რეჰანის გამოყენება საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, ასევე ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონების გასტრონომიაში როგორც უკვე აღვნიშნეთ სალბი პირველ ადგილს იკავებს. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ძველ რომშიც იცოდნენ. სალბის ლათინური სახელწოდება „სალვია“ რაც „გადარჩენას, შველას“ ნიშნავს რომაელ ჯარისკაცებში ერთგვარი მისასალმებელი სიტყვაც კი იყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ მისალმებისას ერთმანეთს ჯანმრთელობას, გადარჩენას, კარგად ყოფნას უსურვებდნენ. მცენარე სალბიც სწორედ ასეთი სამკურნალო თვისებების გამო, მათი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი იყო.

სალბის სხვადასხვა მომზადების წესი არსებობს. სალბის ცოცხალ ფოთლებს მინერალურ წყალსა და ფქვილში ავლებენ და ცხელ ზეთში წვავენ. გემო საკმაოდ არომატულია. ასევე კარტოფილს ზღვის მარილსა და გამხმარ დაფქვილ სალბს უმატებენ და ღუმელში ასე აცხობენ, ის დაუვიწყარ გემოს ტოვებს.

თუმცა სალბის ჩაი მაინც განსაკუთრებულია. მისი მიღება ყოველდღეა შესაძლებელი.

შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის დასაწყისისთვის მოიმარაგეთ მცენარეული ჩაის ბოღჩები და თქვენი იმუნიტეტი იმდენად გაძლიერდება, რომ ზამთარს გრიპის გარეშე გაატარებთ.

შემდგომ გადაცემაში მცენარეული ჩაის თემას სხვადასხვა რეცეპტებით ისევ გავაგრძელებთ.



მსგავსი ინფორმაციები