„კუთხე-კუნჭული“ 53 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 53 - 2023

2033339
„კუთხე-კუნჭული“ 53 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 53 - 2022-2023

სტამბოლის ბოსტნები

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.    

სამწლიანმა პანდემიის პერიოდის ჩაკეტილობამ კარგად გვიჩვენა საკუთარი ეზოს, სიმწვანისა და ასევე საკუთარი ხელით მოყვანილი საკვების მნიშვნელობა ჩვენი სხეულისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. მიწასთან შეხება ადამიანს აჯანმრთელებს, ახალისებს და უფრო მეტად ენერგიულს ხდის. მართალია ამის თქმა დიდ ჰექტრებზე, მზის გულზე მომუშავე ადამიანთა შესახებ რთულია, თუმცა დიდ ქალაქებში მცხოვრებ, მთელი დღეები დახურულ სივრცეში მყოფთათვის ჰობი ბაღები ნამდვილი თავშესაფარი და ყოველდღიურობის დამქანცველი რუტინისაგან გასაქცევი უებარი საშუალებაა.

ჰობი ბაღები, ბოსტნები სწორედ ამას ემსახურება, რომ ადამიანმა ქიმიური დანამატების გარეშე თავისი ჯანსაღი საკვები თავადვე მოიპოვოს. თუმცა ეს მეტროპოლიტებად ქცეულ დიდ ქალაქებში შეუძლებელიც კი გახდა. თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი ახალგაზრდა ამ საქმით დაინტერესდა და კორპუსების სახურავებსა და ტერასებზე პატარა ბოსტნების გაშენება დაიწყო; სეზონზე მოწეულ ნახევარ კგ. პომიდორსა და კიტრს კი თავმომწონებით მეგობრებსა და სოციალურ ქსელს უზიარებს, რადგანაც მასში საკუთარი შრომაა ჩადებელი და ერთი ხელის მოსმით მარკეთში ნაყიდ ხუთ კგ.თან შედარებით უფრო ღირებული, დაფასებული და გემრიელიც კია.

როგორც ვთქვით თურქეთში ჯერ კიდევ შემორჩენილია ბოსტნების კულტურა. ქალაქების კვირაში ერთხელ მოწყობილ სპეციალურ ბაზრებში სწორედ ბოსტნის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი: მართალია ასეთი ბოსტნეულისა და ხილის ფორმა სტანდარტული არაა და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება, უხეშად რომ ვთქვათ მახინჯი ფორმისაა, თუმცა ნატურალურია და გემრიელი. ამიტომაც ჭკვიანმა მყიდველმა იცის ამ „სიმახინჯის“ ნამდვილი ღირებულება.

საოცარია ის ფაქტი, რომ სტამბოლში დღემდე არსებობს ბოსტნების გაშენების ტრადიცია, რაც ჯერ კიდევ ოსმალების პერიოდში დაიწყო. იმასთან ერთდ, რომ სტამბოლი მრავალსაუკუნოვან იმპერიებს, რომს, ბიზანტიასა და ოსმალეთს მასპინძლობდა და სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ვაჭრობის ცენტრი იყო, ის გახლდათ ქალაქი, რომელიც სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით თვითკმარი იყო.

განსაკუთრებით გვიანი ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიის ხანაში მოსახლეობის ბოსტნეულსა და ხილზე მოთხოვნილების უმეტესი ნაწილი უბნებზე მიკუთვნებულ ბაღებით იგივე ბოსტნებით კმაყოფილდებოდა.

დღესდღეობით სტამბოლში მხოლოდ ფიალეფაშასა და იედიქულეს ისტორიული უბნების ბოსტნებია შემორჩენილი. ფიალეფაშას ბაღი-ბოსტანი ამავე სახელწოდების მეჩეთის გვერდით მდებარეობს, მეჩეთის რომელიც მიმარ სინანმა 1573 წელს ააგო. არსებობს გადმოცემა, რომ ეს ბაღები მეჩეთის ხარჯების დასაფარად იყო შეწირული.

სწორედ ამ ბოსტნებში მოჰყავდათ და მოჰყავთ ფხალი, წიწმატი, კობოსტო, რუკოლა, დანდური, ლეღვი, ქლიავი და თუთა. რაც მთავარია ბოსტნეულისა და ხილის მოსაყვანად ქიმიურ დანამატებს არ იყენებენ, ანუ მთელი მოსავალი ნატურალურია. ბალახების აღმოსაფხვრელადაც ქიმიურ წამლებს არ იყენებენ, მათ ხელით წმენდენ, ასევე სათესად და სახნავად აპარატებსა და ტრაქტორებს არ იყენებენ. მოწეულ მოსავალსაც კი იქვე ჰყიდიან.

სალათის ფურცლებით ცნობილი იედიქულეს ბოსტნები კი ფიალეფაშაზე უფრო ძველია. დღესდღეობით იედიქულეს ბაღებში ოცდაცხრამეტი ბაღია, რომლებიც ბიზანტიის იმპერიის დროს აგებულ ისტორიულ სვეტებზეა მიმაგრებული. სწორედ ეს ბოსტნები ანიჭებს განსაკუთრებულობას სვეტებს, ციხეების ნანგრევებს, რადგანც ეს სიმწვანეც იმ ისტორიის ნაწილია, რაც ასე გამჯდარია თითოეულ ნანგრევში.

ეს ბოსტნები ხალხს ეკუთვნის. იქ მომუშავე მებაღეების მთავარი სურვილი ამ ბოსტნების ტრადიციის გაგრძელება და მოწეული მოსავლის საკმაოდ შეღავათიან ფასში სპეციალურად იქ მისული მყიდველისთვის გაზიარებაა.

ამიტომაც ამ ბოსტნების გარეშე სტამბოლი წარმოუდგენელია. სტამბოლს როცა ესტუმრებით არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ ამ უჩვეულო სანახოაბას.

მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.



მსგავსი ინფორმაციები