აქტუალური თემის ანალიზი 39 - 2023

თურქეთში არჩევნების მეორე ტური იმართება

1991038
აქტუალური თემის ანალიზი 39 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 39-2022-2023

თურქეთში არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

თურქეთში 28 მაისს ისევ არჩევნები იმართება. 14 მაისს გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში სახალხო ალიანსმა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა პირველ ტურში, ხოლო პრეზიდენტმა ერდოღანმა, მიუხედავად წარმატებისა ხმების 49,5 პროცენტი მიიღო, 50 პროცენტი ვერ გადალახა და არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, ხმების მხოლოდ 44 პროცენტი მიიღო. ახლა, როცა ქვეყანა ხელახალი არჩევნებისკენ მიდის, მთელი პროცესი მშვიდობიანად გრძელდება, რაც თურქული დემოკრატიის სიმწიფის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, ბევრი მოულოდნელი შედეგი მოიტანა. დიდი მოლოდინები შეიქმნა განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან და მის მხარდამჭერ საერთაშორისო წრეებში, აცხადებდნენ, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად პირველივე ტურში აირჩევდნენ და ეროვნული ალიანსი საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა. ეს იყო აღქმის ინჟინერია და ვერ დასტურდებოდა ზოგიერთი მანიპულაციური გამოკითხვით. თუმცა, საბოლოოდ, სიმართლე კვლავ გაირკვა და ოპოზიციამ პირველივე ტურში მძიმე მარცხი განიცადა ერდოღანთან და სახალხო ალიანსთან. ერდოღანმა პირველ ტურში ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა, სახალხო ალიანსმა მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა და ეროვნული ალიანსი უმცირესობაში მოხვდა.

რატომ დადგა ასეთი შედეგი პანდემიის, უკრაინის ომისა და მიწისძვრის სტიქიის მიუხედავად, რომლის დროსაც 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა? უპირველეს ყოვლისა, ერდოღანი, მიუხედავად ყველაფრისა, ქილიჩდაროღლუსთან შედარებით ბევრად სანდო ლიდერად მიაჩნია თურქებს. არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთის ამჟამინდელი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, მიწისძვრის ზონებში სამშენებლო და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება მხოლოდ ერდოღანს შეუძლია. ოპოზიციის 6-პარტიან კოალიციას, ერთმანეთთან არათანმიმდევრულ მუშაობას და, უპირველეს ყოვლისა, ქილიჩდაროღლუს პარტნიორობას HDP-სთან, PKK-ს პოლიტიკურ განშტოებასთან, ამომრჩევლების დიდი რეაქცია მოჰყვა. საბოლოოდ, ერდოღანმა პირველი ტურში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ქილიჩდაროღლუმ და მისმა ალიანსმა მძიმე მარცხი განიცადეს. ახლა კი ქვეყანაში 28 მაისს მეორე ტური გაიმართება.

ქილიჩდაროღლუმ 180 გრადუსიანი შემობრუნებით ნაციონალისტური, ლტოლვილთა საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა,  რადიკალურად მემარჯვენე უმით ოზდაღთან ალიანსის შექმნით ამომრჩევლის წინაშე წარსდგება. მან უნდა დააბალანსოს უმით ოზდაღი, უკიდურესი მემარჯვენეები და PKK/HDP ერთდროულად. სინან ოღანმა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 5 პროცენტი მოაგროვა, ერდოღანის მხარდაჭერა გადაწყვიტა.

ამჟამინდელი პოლიტიკის გაგრძელებისას ერდოღანი, როგორც ჩანს, გაძლიერდა ამომრჩევლებისთვის ქილიჩდაროღლუსა და მისი ალიანსის წინააღმდეგობების ჩვენებით, ასევე პარლამენტში უმრავლესობით წარდგება ამომრჩევლის წინაშე. ვინაიდან თურქეთის მოსახლეობა ზოგადად პრიორიტეტს ანიჭებს სტაბილურობას, ეს ერდოღანისთვის ძალიან მძლავრი ფაქტორია.



მსგავსი ინფორმაციები