მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 33-2023

რეკომენდაციები წელის ტკივილისთვის

1976605
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 33-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 33-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 33-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: რეკომენდაციები წელის ტკივილისთვის

წელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვენი სხეულის არასწორად გამოყენებით ან მისი ზედმეტად დაღლილობით.

სიმძიმის აწევა საშიშია

მძიმე საგნის არასწორად აწევამ შეიძლება დააზიანოს წელი. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ მძიმე საგნების აწევას.

თუ ამის გაკეთება მოგიწევთ, ზურგი სწორად დაიჭირეთ და წელი არ მოხაროთ მარჯვნივ, მარცხნივ ან წინ. მძიმე ტვირთის აწევისას და ტარებისას, გაშალეთ ფეხები, რათა უზრუნველყოთ საკმარისად მხარდაჭერა და დაიკავეთ ტვირთი რაც შეიძლება ახლოს სხეულთან.

თქვენი ლეიბი უნდა იყოს ორთოპედიული

სწორი ლეიბის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს ზურგის ტკივილის თავიდან ასაცილებლად. თქვენი საწოლი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ხარისხიან ძილს, არამედ ხელს შეგიშლით დილით წელის ტკივილით გაღვიძებაში. ამის გამო, წელის ტკივილის დროს ლეიბების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ ორთოპედიულს.

ფრთხილად იყავით მოხრისას

არასწორი მოხრა ასევე წელის ტკივილის მიზეზებს შორისაა. თუ თქვენ გჭირდებათ ნივთების იატაკიდან აღება, მოხარეთ მუხლები და არა წელი. ამგვარად, თქვენი წელი დაცული იქნება, რადგან დატვირთვა გადანაწილდება თქვენს ფეხებზე.

ერგონომიკა

სამუშაო ადგილი უნდა იყოს ერგონომიულად შექმნილი, რათა დაიცვას ხერხემლის ჯანმრთელობა. ამგვარად, ადამიანს არ მოუწევს წინ გადახრა კომპიუტერის მონიტორის სანახავად ან მაუსის გამოსაყენებლად. გარდა ამისა, უნდა იქნას გამოყენებული მაგიდა და სკამი, რომელიც მხარს უჭერს ზურგის ქვედა ნაწილს და საშუალებას აძლევს ფეხებს მყარად დადგეს იატაკზე. სპეციალური ბალიშის გამოყენება, რომელიც მხარს უჭერს წელის მრუდს ჯდომისას და ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ჯდომის თავიდან აცილებას, შეიძლება კარგი იყოს წელის ტკივილისთვის.

თუ სამუშაოს ან სხვა მიზეზის გამო დიდხანს გიწევთ დგომა, არ დაგავიწყდეთ ხანდახან დასვენება.

თუ მჯდომარე მუშაობთ, დარწმუნდით, რომ თქვენს სკამს აქვს მაღალი და მყარი რეგულირებადი საზურგე. ყოველთვის ჯდომის პოზიცია გქონდეთ ვერტიკალური.

თუ იყენებთ კომპიუტერს, დარწმუნდით, რომ ეკრანი თვალის დონეზეა. საჭიროების შემთხვევაში ფეხების ქვეშ დაიდეთ ტაბურეტი.

ფრთხილად იყავით, რომ წონაში არ მოიმატოთ

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი სიმაღლეს, სხეულის სტრუქტურასა და წონასა და წელის ტკივილს შორის, წელის ტკივილი უფრო ხშირია და მისი მდგრადობა იზრდება ჭარბწონიან და მაღალ ადამიანებში. ამიტომ ტკივილის თავიდან ასაცილებლად ჭარბი წონის დაკლებაა საჭირო. თუ თქვენ ვერ გადაჭრით ამ პრობლემას მარტო, შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება სპეციალისტისგან.

დაისვენეთ ტრანსპორტით მგზავრობისას

წელის ტკივილი უფრო ხშირია, როდესაც ავტომობილის მართვა გიწევთ საათების ან გრძელი მოგზაურობის განმავლობაში. ამის თავიდან ასაცილებლად ყოველ 2 საათში ერთხელ შეისვენეთ.

გამოიყენეთ დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი

განსაკუთრებით ქალებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება წელის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იზრუნეთ, რომ არ ჩაიცვათ ასეთი ფეხსაცმელი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის ცენტრის გადაადგილება და წელის დაჭიმვა. მაშინაც კი, თუ მაღალქუსლიანებს ანიჭებთ უპირატესობას, ყოველთვის გქონდეთ თან უფრო დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, რათა გამოიცვალოთ წელის ტკივილის შეგრძნებისას.

უპირატესობა მიანიჭეთ 2,5 სანტიმეტრზე დაბალ ქუსლიან ფეხსაცმელებს.

გააძლიერეთ ზურგის კუნთები ვარჯიშით

თქვენი ფიზიკური მდგომარეობისთვის შესაფერისი სავარჯიშო მეთოდის არჩევამ და რეგულარულად ვარჯიშმა შეიძლება გააძლიეროს ზურგის ქვედა კუნთები და ასევე გაასწოროს დგომის პოზა. ვინაიდან რეგულარული ვარჯიში ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას, ის ასევე ხელს უშლის ჭარბ წონას, რაც წელის ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ხანმოკლე გასეირნება, ცურვა, ველოსიპედით სიარული, გაჭიმვა და გაჭიმვის ვარჯიშები შეიძლება იყოს გამოსავალი წელის ტკივილისგან ზურგის ზედმეტი დაძაბვის გარეშე.

ფიზიოთერაპევტის მიერ რეკომენდებული წელის ვარჯიშები ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას წელის არეში კუნთების გაძლიერებით.

ცხელი და ცივი კომპრესის გამოყენება

დაზიანების შემდეგ წელის ტკივილის დროს სასარგებლოა ყინულის ამ მიდამოში  დაუყოვნებლივ გამოყენება. პირსახოცში გახვეული ყინულის პაკეტის მტკივნეულ ადგილზე დადებით ტრავმის გამო გამოწვეული მწვავე ანთება რეგრესირდება. ცივმა კომპრესმა ასევე შეიძლება გაგათავისუფლოთ წელის უეცარი და ძლიერი ტკივილისგან. გამოყენების დროს კანის გაყინვისგან დასაცავად, იგი უნდა შეახვიოთ პირსახოცში ან ქსოვილში. რეკომენდირებულია გამოყენება მაქსიმუმ 20 წუთის განმავლობაში.

მწვავე პერიოდში, რომელიც არის პირველი 48 საათი, ყველაზე სწორია ჯერ ცივი და შემდეგ ცხელი კომპრესის გამოყენება. კანი რომ არ დაიწვას, ტემპერატურა კარგად უნდა დაარეგულიროთ.

კონდიციონერს, ორპირ ქარს და მსგავს გარემოს თავი უნდა აარიდოთ წელის ტკივილის შესამსუბუქებლად.

თუმცა, თუ წელის ტკივილი დასვენების მიუხედავად არ ქრება, იწვევს მოძრაობების ზედმეტ შეზღუდვას, ვრცელდება ფეხზე და იწვევს ფეხებში დაბუჟებასა და ჩხვლეტას, დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ ორთოპედს.



მსგავსი ინფორმაციები