კაპიტნის დღიური 04-2023

ართვინი ბუნებრივი სილამაზეებით

1964151
კაპიტნის დღიური 04-2023

ართვინი ბუნებრივი სილამაზეებით

კაპიტნის დღიური 04-2023

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ართვინი ბუნებრივი სილამაზეებით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს იახტა, „გეზგინზე“. ჩვენი მოგზაურობა აღმოსავლეთ შავ ზღვაში გრძელდება. წინა პროგრამაში, არ გვქონდა საკმარისი დრო მისი მთიანეთის, ეროვნული პარკებისა და კანიონების მოსანახულებლად. დღეს გაგაცნობთ ართვინის ბუნებრივ სილამაზეებს.

ართვინი არის რეგიონი, რომელიც ცნობილია თავისი პლატოებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით. ეს არის შავი ზღვის ერთ-ერთი რეგიონი, რომელსაც ტურისტები ანიჭებენ უპირატესობას მაღალმთიანი ტურიზმისთვის. კაჩკარი, კაფკასორი და მაჭახელი ართვინის ყველაზე ცნობილი პლატოებია.

კაჩკარის პლატო თავის სახელს იღებს აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში მდებარე მთის ქედიდან. კაჩკარის პლატო არის მწვანე ადგილი, რომელიც გამოირჩევა თავისი ნაკადულებით, ტბებითა და მყინვარებით. ეს ადგილი, დაცულია ბუნების მსოფლიო ფონდი მიერ, როგორც ერთეული ეროვნული პარკები. ამ ეროვნულ პარკში არის მყინვარული ხეობები და მრავალი მყინვარული ტბა. აქვე მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთი უმაღლესი მყინვარული ტბა, „დიდი ზღვის ტბა“. ტბა, კაჩკარის მთების მწვერვალისკენ მიმავალ გზაზეა და წლის ათი თვის განმავლობაში მისი ზედაპირი ყინულით არის დაფარული. კაჩკარის მთები და ეს ღრმა ცისფერი მყინვარული ტბა გვთავაზობს უნიკალურ ხედს.

ართვინში კიდევ ერთი ცნობილი პლატო კაფკასორის პლატოა, რომელიც მნახველს ხიბლავს. თვალის სიშორეზე გადაჭიმული პლატო გამოირჩევა თავისი აღმართებით, დაღმართებით და აქამდე არნახული ბუნებით. თვისება, რაც კაფკასორის პლატოს სხვებისგან განასხვავებს, არის პლატოს ფესტივალები, რომლებიც იმართება ყოველწლიურად ივნისში და ამ ფესტივალებზე გამართული ხარების ჭიდაობა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ესპანურ კორიდასთან არანაირ კავშირში არ არის. კაფკასორში, ერთმანეთის პირისპირ ხარები უბრალოდ უბიძგებენ ერთმანეთს და ცდილობენ მეტოქის მოგერიებას.

გადავიდეთ არსიანის პლატოზე, რომელიც გამოირჩევა სალაშქრო ბილიკებით, ფართო მდელოებით, დიდი და პატარა ტბებით. ეს პლატო შავშეთის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნებრივი სილამაზეა, რომელსაც აქვს „მშვიდი ქალაქის“ ტიტული. ტურისტები განსაკუთრებით სტუმრობენ „მცურავი კუნძულების ტბას“. ტბაზე არსებული კუნძულები, რომლებიც შედგება მხოლოდ მცენარეებისა და ნიადაგის მასისგან, გადაადგილდება ქარის მიმართულებით...

ართვინში პლატოები და ტბები ისე იმსახურებს მათდამი ყურადღების გამახვილებას, როგორც ხეობები. დავიწყოთ მდინარე ჭოროხით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მდინარით. მისი კლდეები ქმნიან მრავალ ხეობას მთის ფერდობების გაყოფით. პირველი, რაც ართვინში ხეობის ხსენებაზე გვახსენდება, არის ჭოროხის ველი, რომელიც შეუცვლელი მისამართია ჯომარდობის მოყვარულთათვის. ეს გახლავთ ხეობა, სადაც ზოგიერთი მცენარის სახეობა მხოლოდ აქ იზრდება მსოფლიოში.

ართვინის კიდევ ერთი ხეობა არის ჯოჯოხეთის კრიკის კანიონი. ეს ხეობა ნაჩვენებია მსოფლიოს რამდენიმე კანიონს შორის. ხეობის ზოგიერთი ნაწილები, იმდენად ვიწროა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გავლა.

ართვინის კიდევ ერთი ხეობა, ჰატილას ველია. ჰატილას ველს განსხვავებული გეოლოგიური სტრუქტურა აქვს თავისი ციცაბო კლდეებით, ზედაპირული ნაპრალების შედეგად წარმოქმნილი ჩანჩქერებითა და კლდეებით. ეს არის მნიშვნელოვანი ხეობა მისი ზედაპირის მახასიათებლებისა და იშვიათი სახეობების ჰაბიტატის გამო. ჰატილას ველს, რომელიც თავისი შემოგარენით ეროვნული პარკის სტატუსშია, ასევე აქვს თურქეთის უმაღლესი შუშის სანახავი ტერასა. მისი მონახულება მაშინ შეგეძლებათ, თუ არ გაქვთ სიმაღლის შიში!

თავის მხრივ, ართვინის ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი სილამაზე ყარაგოლის ბუნების პარკი გახლავთ, რომელიც მდებარეობს ბორჩხაში. ყარაგოლი, რომელმაც შეინარჩუნა თავდაპირველი იერსახე, მომხიბლავი ბუნებრივი საოცრებაა. ეს ადგილი გახლავთ თურქეთის პირველი ბიოსფერული ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მიერ არის განსაზღვრული, როგორც ტერიტორიები, სადაც დაცულია ბიოლოგიური მრავალფეროვნება და კულტურული ფასეულობები, რომელიც უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მოდელს.

ართვინში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ჩანჩქერები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სილამაზეებით.



მსგავსი ინფორმაციები