მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 47-2022

სახსრების ტკივილების მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1857284
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 47-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 47-2022

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

დღეს ვისაუბრებთ სახსრების ტკივილების მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებზე.

სახსრების ტკივილი, რომელიც ვლინდება ასაკთან ერთად, ჩვეულებრივ ჩნდება ხრტილის სიმტკიცის დაკარგვის, სახსრების სითხის შემცირების ან ამოწურვის შედეგად.

ძვლებისა და სახსრების ტკივილის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებებია...

1-მასაჟი:

პირველი მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ძვლის ტკივილის დროს, რა თქმა უნდა, მასაჟია. შესაბამის გარემოში სწორი მეთოდით გამოყენებული მასაჟით შეიძლება მიღწეული იქნას ძვლის ტკივილისგან განთავისუფლება. ამისათვის უნდა იქნას გამოყენებული ზოგიერთი მცენარეული ზეთი. მასაჟისთვის შესაფერისია კაკლის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ქოქოსის ან ცხენის წაბლის ზეთი. ამ მცენარეული ზეთების წყალობით, ძვლებში სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამის გამო ეს ზეთები ადამიანებს ძვლის ტკივილს უმსუბუქებს.

ზეითუნის ზეთის მასაჟი

წაისვით ზეითუნის ზეთი მასაჟით მტკივნეულ სახსრებზე დღეში ორჯერ. შეცადეთ მასაჟის დასრულების შემდეგ არ ჩამობანოთ და იგი კანმა შეიწოვოს.

2 - ვარჯიში:

ეს მეთოდი შეგიძლიათ დაიწყოთ რეგულარული მოკლე გასეირნებით. ცურვა ასევე ცნობილია, როგორც ტკივილის შემსუბუქების კიდევ ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. აუცილებელია ყოველდღე რეგულარულად ცურვა. ამ გზით ძვლის ტკივილი შეიძლება შემსუბუქდეს.

3-ჯანჯაფილი:

ჯანჯაფილი ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელია. ერთი ჭიქა ჯანჯაფილის ჩაის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება შეამსუბუქოს პრობლემა, რომელიც იწვევს ამ ტკივილს. ამიტომ კარგია მისი ხშირად დალევა.

4- ჭადრის ფოთოლი:

ჭადრის ფოთლები უნდა გააჩეროთ ცხელ წყალში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ ფოთოლი და დაიდეთ კანზე. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანი იყოს სუფთა.

5-კურკუმას კურსი

მასალები

• ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა

• 2 ჭიქა სასმელი წყალი

მომზადება: კურკუმა ჩავყაროთ წყალში და გავაცხელოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ადუღდება გადმოდგით გაზქურიდან, 6-7 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და დილით და საღამოს დალიეთ 1 ჭიქა.

6-ანანასის კურსი

ახალი ანანასი სახსრების ტკივილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ხილი და ბუნებრივი საშუალებაა. მასში შემავალი ფერმენტის წყალობით ის ხელს უწყობს სახსრების ანთების შემცირებას.

მასალები

• 2 ნაჭერი ახალი ანანასი

• 1 ლიტრი სასმელი წყალი

მომზადების წესი: ბლენდერში ჩავყაროთ 2 ნაჭერი ანანასი და დავამატოთ 4 ჭიქა ანუ 1 ლიტრი წყალი და ვურიოთ 5 წუთი. ეს ნარევი დღეში 4-ჯერ უნდა დალიოთ.

7- ზეითუნის ზეთი

მნიშვნელოვანია ზეითუნის ზეთის გამოყენება კვებაში მუხლის და სახსრების ტკივილის შესამცირებლად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზეითუნის ზეთი იყოს ცივად დაწურული და დაუმუშავებელი.

8-ცივი წყლების თევზები

ცივი წყლების თევზები, როგორიცაა ტუნა, ორაგული, კალმახი და სარდინი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს, რაც კარგია სახსრების ტკივილისთვის.

9-ძვლის ბულიონი

10-მთლიანი მარცვლეული

უპირატესობა მიანიჭეთ ბოჭკოვან და მთლიან მარცვლეულს. მუხლებისა და სახსრების ტკივილის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია მთელი ხორბლის, შვრიის და წიწიბურის მოხმარება.

11-ხილი და ბოსტნეული

ეფექტურია ანანასი, ბროკოლი, ნიორი, ლეღვი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ბროწეული, თუთა, მაყვალი, მარწყვი, ვაშლი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო, სტაფილო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი და პომიდორი.

12- ვაზის ფოთოლი

100 გრ ვაზის ფოთოლში 392 მგ კალციუმია, რაც კალციუმის ეფექტური წყაროა. ამიტომ, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები წყარო ძვლოვანი ქსოვილისთვის.

13-როზმარინი

როზმარინი ანთების საწინააღმდეგო საკვებია და კარგია ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა სახსრებში სიმაგრე და შეშუპება.

14-ნუში

ნუში მდიდარია E ვიტამინით. მასში შემავალი ნაერთების წყალობით ნუში კარგია სახსრების ტკივილისთვის.

15-ზაფრანა

ზაფრანა ძალზე სასარგებლოა სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს.

16-მიხაკი

ცნობილია, რომ მიხაკის მოხმარება კარგია სახსრების ტკივილის დროს. მიხაკი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახსრების ტკივილით გამოწვეული ხრტილებისა და ძვლების დაზიანების შესანელებლად. ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა სახსრების ქრონიკული ჩივილების მქონე ადამიანებისთვის. სახსრების ტკივილის შესამცირებლად შეგიძლიათ მიირთვათ ნახევრიდან 1 ჩაის კოვზამდე მიხაკი ყოველდღიურად.



მსგავსი ინფორმაციები