მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 28-2022

მუხლის ტკივილის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1795904
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 28-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 28-2022

პროგრამა მომზადებულია ექიმ მეჰმედ უჩარის მიერ

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ არის მუხლის ტკივილის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები.

მუხლის ტკივილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც დროდადრო ბევრი ადამიანი განიცდის. თუ გაქვთ ისეთი პრობლემა, როგორიცაა მუხლის ტკივილი, ჯერ უნდა მიმართოთ ექიმს, გაიაროთ საჭირო გამოკვლევები და დაიწყოთ მკურნალობის პროცესი მისი გაფრთხილების შესაბამისად.

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მუხლის ტკივილის მკურნალობის შემდეგი ბუნებრივი მეთოდები:

ცივი თერაპია

განსაკუთრებით მუხლის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია უეცარი დარტყმის ან დაცემის შედეგად, შეგიძლიათ შეამციროთ მტკივნეულ ადგილზე ცივი კომპრესის დადებით. ამისთვის შეგიძლიათ საყინულედან რამდენიმე ნაჭერი ყინული გამოიღოთ, მოათავსოთ პარკში, შემოახვიოთ სუფთა ქსოვილი და ცოტა ხნით დატოვოთ მტკივნეულ ადგილზე.

ბამის თესლი

ბამის თესლი მნიშვნელოვანად ხელს უწყობს ძვლების, კუნთების და სახსრების ჯანმრთელობას. ბამის თესლის ჩაი შეიძლება მიირთვათ განსაკუთრებით მუხლის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია მუხლებში სითხის დაკარგვით. არ დაგავიწყდეთ ამ ჩაის 2 კვირის განმავლობაში რეგულარული გამოყენების შემდეგ მინიმუმ 1 კვირით შესვენება და შემდეგ კვლავ გაგრძელება.

თქვენ შეგიძლიათ დაფქვათ ბამის თესლი საფქვავში ისე როგორც ყავის მარცვლები, დაამატოთ ცხელი წყალი და ყავის მსგავსად მოადუღოთ.

ასევე შეგიძლიათ საღამოს ჩაყაროთ 9-10 ბამის მარცვლები ოთახის ტემპერატურის წყალში და ასე შეინახოთ დილამდე, დილით კი გაღვიძებისას დალიოთ ეს წყალი.

გარდა ამისა, 9-10 ბამის თესლი შეგიძლიათ საფქვავში დაფქვათ, შეურიოთ 1 სუფრის კოვზ თაფლს, 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს და ეს პასტისმაგვარი ნარევი ყოველდღიურად 1 ჩაის კოვზი  მიიღოთ. ნარევი რომ დამთავრდება ახალი დაამზადეთ. 1 კვირის მანძილზე რეგულარული გამოყენების შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და 2-3 თვის განმავლობაში ამ ფორმით შეგიძლიათ იგი მიიღოთ.

ჯანჯაფილი და ჯანჯაფილის ზეთი

თუ მუხლის ტკივილის მიზეზი ანთებაა, შეგიძლიათ ამ ტკივილის შემცირება ჯანჯაფილის ზეთით. რამდენიმე წვეთი ჯანჯაფილის ზეთი დაისხით მუხლზე და გაანაწილეთ. შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და დაელოდეთ ზეთის ეფექტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მოადუღოთ და დალიოთ ახლად დაფქული ჯანჯაფილის ჩაი ან მიირთვათ ის ინგრედიენტებთან შერევით, როგორიცაა თაფლი და ზეითუნის ზეთი.

კურკუმა და კურკუმას ზეთი

შეგიძლიათ ფრთხილად წაისვათ კურკუმას ეთერზეთი მტკივნეულ ადგილზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ყოველდღიურად მიირთვათ 1 ჩაის კოვზი კურკუმა შერეული იოგურტთან.

ჭადრის ფოთლები

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჭადრის ფოთლის ეფექტით, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ართრიტისა და რევმატიზმის წინააღმდეგ, შეგიძლიათ მოადუღოთ ის ისევე, როგორც ჩაი, რომ შენელდება დაისხით ეს მუქი ადუღებული წყალი მტკივნეულ ადგილებში და გაიჩერეთ.

ჭადრის ფოთლის ჩაი

აადუღეთ წყალი და ჩაასხით ჭიქაში. შემდეგ 1-1,5 სუფრის კოვზი ჭადრის გამხმარი ფოთოიუ ჩაყარეთ და 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, გაფილტრეთ და დალიეთ.

ვაშლის ძმარი - ზეითუნის ზეთი

მუხლის ტკივილისთვის ყველაზე ბუნებრივი საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ძმრისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. მიღებული მასა წაისვით მუხლის ირგვლივ მასაჟით და დაელოდეთ სანამ კანი შეიწოვს მას.

იმ დღეებში, როდესაც გაქვთ მუხლის ტკივილი, შეგიძლიათ დალიოთ ერთ ჭიქა წყალში შერეული ერთი ჩაის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი.

Მდოგვის ზეთი

რამდენიმე წვეთი მდოგვის ზეთი დაისხით მუხლზე და შეიზილეთ მასაჟით.

ნიახურიანი იოგურტი

მუხლის ტკივილი შეიძლება განიცადოთ ორგანიზმში შარდმჟავის ჭარბი დაგროვების გამო. ასეთ მომენტებში შესაძლოა რეკომენდებული იყოს იოგურტის მირთმევა ნიახურთან ერთად.

ნიახურის ბოლქვი გახეხეთ და მოამზადეთ სალათი იოგურტით. მიირთვით ეს სალათი მუხლის ტკივილის დროს. ნიახური უზრუნველყოფს შარდმჟავის სწრაფ გამოდევნას.

ასკილის ჩაი

ასკილის ჩაის აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. როდესაც ტკივილი გაქვთ მუხლის არეში, შეგიძლიათ მიირთვათ ფინჯანი ასკილის ჩაი.

ქოქოსის ზეთი

ამ ეფექტურ და სასარგებლო ზეთს აქვს მუხლის ტკივილის და სახსრების ტკივილის განკურნების თვისება. მასში შემავალი ვიტამინები ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ.

პიტნის ზეთი

პიტნის ზეთი, რომელსაც მუხლებზე მასაჟის საშუალებით ისვამენ, წამებში ამშვიდებს მტკივნეულ ადგილს.



მსგავსი ინფორმაციები