გლობალური პერსპექტივა 4

სირია: კაცობრიობისთვის ლაკმუსის ქაღალდი

896133
გლობალური პერსპექტივა 4

გლობალური პერსპექტივა 4.2018

სირია: კაცობრიობისთვის ლაკმუსის ქაღალდი

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

ხანდახან გაღებული დიდი საფასურისგან მნიშვნელოვანი გაკვეთილები შეიძლება ისწავლო. ნეტა ეს დიდი საფასურები არ გაღებულიყო და არც ის გაკვეთილები გვესწავლა. ეს მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ნათლად, სირიის კრიზისის საკითხში აისახება. არაბულმა გაზაფხულმა სირიაზეც აისახა. სირიელი ხალხის ერთადერთი მოთხოვნა ზეწოლის რეჟიმისგან გათავისუფლება იყო.

ახლა კი თემასთან დაკავშირებით, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებებს გთავაზობთ...

 

ევროკავშირის ღირებულებები სანაპიროზე გამორიყა...

ირანის შეიარაღებული ძალების ბრძოლაში ჩართულობამ, რუსეთის მხრიდან, ასადის რეჟიმზე მხარდაჭერამ და ამ ყველაფრის წინააღმდეგ დასავლური ქვეყნების საჭიროებისამებრ უმოქმედობამ, სირიაში სამოქალაქო ომი უფრო გააძლიერა. ასი ათასობით ადამიანი მოკვდა/მოკლულ იქნა ან კიდევ იძულებული გახდა საკუთარი სამშობლო მიეტოვებინა.  ევროკავშირის ქვეყნებმა სირიის კრიზისზე არანაირი ყურადღება  არ გაამახვილეს მანამ, სამან მიგრანტებმა მათ საზღვრებს არ მიადგნენ. მიგრანტების მათ საზღვრებთან მისვლის შემდეგ მათდამი დამოკიდებულება მართლაც და არაადამიანური გახლდათ. ადრე, ერთად თანაცხოვრების, თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის და სხვა მრავალ საკითხში ევროკავშირი ხშირად გამოდიოდა კრიტიკით, მაგრამ, მის საზღვრებთან მისული სხვა კულტურის ხალხის წინაშე ის კრიტიკა რასაც სხვების წინაშე ახორციელებდნენ, მათაც ვერ შეასრულეს. მათ ვერ გაითავისეს, რომ მიგრანტები ამ ღირებულებებს იმსახურებდნენ. ისინი მხოლოდ იმ საკითხებით დაკავდნენ, თუ როგორ აღკვეთდნენ მიგრანტების მათ ქვეყანაში შესვლას. მას შემდეგ ზღვამ სანაპიროზე აილანის მსგავსად  მრავალი უდანაშაულო და უცოდველი ადამიანი გამორიყა.   ეს სინამდვილეში უმწეო ადამიანების კი არა, ევროკავშირის ღირებულებების სანაპიროზე გამორიყვას ნიშნავდა.

თურქეთი: ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის დემოკრატიზაციას უწყობს ხელს...

ვთქვათ, რომ იორდანიას, ლიბიას და თურქეთს ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად მიგრანტების წინააღმდეგ საზღვრები ჩაეკეტა. ამ შემთხვევაში მილიონობით მიგრანტი გინდა თუ არა ევროკავშირის ქვეყნებისკენ გაემართებოდნენ. მაგრამ მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში ფაშიზმი და ნაციზმი ასეთ მაღალ დონეზეა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო დიდი ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიქმნებოდა. თურქეთი დამოუკიდებლად 3,5 მილიონ სირიელს იფარავს რა, ამ პოლიტიკის გამტარებელი მმართველი პარტიის ხმებიც იზრდება. თურქეთის  ქალაქ,  ქილისში დაბინავებული სირიელი მიგრანტების რაოდენობა, ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთ რომელიმე სახელმწიფოზეც მეტია. ერთი ევროკავშირის ქვეყნის მხოლოდ 130 მიგრანტის მიღებაზე გაკეთებულ განცხადების საპასუხოდ, ქილისის გუბერნატორის განცხადება მართლაც და ისტორიული გახლდათ. ევროკავშირისგან გავრცელებული  განცხადებას  ქილისის გუბერნატორმა ასე უპასუხა: „ის ქვეყანა ნუ შეწუხდება,  მე ამ რაოდენობის მიგრანტს საკუთარ სახლშიც ვუმასპინძლებ.“

ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევოდ მიგრანტების, უცხოელების და ისლამოფობიის საწინააღმდეგო გამოსვლებით ხმების მოპოვებას შეეცადნენ. ავსტრიაში „ნულოვანი ლტოლვილი“ წინასაარჩევნო დაპირების მქონე პარტიებმა არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდნენ. ასევე მრავალ ევროპულ ქვეყნებში ნაცისტურმა და რასისტულმა პარტიებმა ხმების რაოდენობა გაზარდეს.  ევროკავშირის ასეთი პოლიტიკით, რომელითაც დროთა განმავლობაში საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ევროკაშირი შეიძლება ვიხილოთ, ადამიანთა მოდგმისთვის დიდი რისკის შემცველი ფაქტია. დღეისათვის იმ ევროპულ ქვეყნებში სადაც ჯერ კიდევ  სათავეში  დემოკრატიული და არა რადიკალი პარტიები მოდიან, ამაში თურქეთს და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც აქვთ წვლილი. ასევე ირანსა და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებში არცერთი სირიელი მიგრანტის ჩაუსვლელობა რა თქმა უნდა პირველ რიგში განსახილველი თემაა.

ზეთისხილის რტოს ოპერაციის წინააღმდეგ შავი პროპაგანდა...

ამ ეტაპზე, დეაშის დამარცხების მიუხედავად გლობალური მოთამაშეები, სირიის კრიზისთან დაკავშირებით მის გასამწვავებელ პოლიტიკას მიმართავენ. სამწუხაროდ ეს არამხოლოდ სირიაში არამედ ერაყში, ავღანეთში და ლიბანშიც შეიმჩნევა. იქ სადაც, საერთაშორისო კოალიცია ოპერაციებს ახორციელებს არსად სტაბილურობა არ დამყარებულა. პირიქით, ამ ქვეყნებში სიკვდილიანობა, ცრემლი და ტკივილი არ წყდება. ამის საფასურს კი რეგიონის ქვეყნები იხდიან. ამიტომ ასეთი კრიზისების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ნაცვლად რეგიონალური კოალიციები უნდა შეიქმნას.  დეაშის დამარცხების მიუხედავად, აშშ-ს მხრიდან, PYD/YPG-სათვის ათასობით ტრაილერით იარაღის მიწოდება და მათ მეშვეობით თითქოს და „სასაზღვრო ძალები“-ს შექმნამ, თურქეთის და რეგიონის ქვეყნების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. PKK და  PYD თურქეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში ათი ათასობით ადამიანის მკვლელი ტერ ორგანიზაციებია. ბინ ლადენის ალ-ქაიდას მხრიდან, აშშ-ს საზღვართან „სასაზღვრო ძალები“-ს შექმნა როგორც აღიქმება, ანალოგიური რეაგირება გამოიწვია თურქეთის და რეგიონის ქვეყნების მხრიდან PYD-ს სახელით თურქეთის საზღვართან „სასაზღვრო ძალები“-ს შექმნამ. თურქეთმა საკუთარი თავის დაცვის და რეგიონის სტაბილურობისთვის „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაცია სამართლებრივ ფორმატში დაიწყო. ამ ოპერაციის მიზანი ასევე მოსალოდნელი ახალი მიგრაციის შეჩერებაცაა. თურქეთის ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი წრეები დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ. „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა. ვინაიდან, აშშ-ს მხარდამჭერ PYD/YPG-ს ტერორისტებს ერაყიდან ხმელთაშუაზღვის მიმართულებით ქურთული კორიდორის შექმნა და სირიის დანაწევრება სურთ. ზოგიერთი წრეები  ამ ოპერაციას, თურქეთის,  ქურთი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციად აჟღერებენ, მაგარმ სინამდვილეში იგი, ქურთი ტერორისტების წინააღმდეგაა მიმართული.  ისევე როგორც, უსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ ოპერაცია არ იყო არაბი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. ტერ ორგანიზაცია, PYD/YPG მის კონტროლირებად რეგიონში არაბების, ქურთების, თურქმენების და არა მუსლიმების მიმართ ხშირად ახორციელებდა ეთნიკურ წმენდას. იმ რეგიონებიდან გაქცეული ადამიანები თურქეთს და რეგიონის სხვა ქვეყნებს აფარებენ თავს. ამ შემთხვევაში ჩნდება ასეთი კითხვა, აშშ-ს მხარდამჭერი ტერორისტები რეგიონის ნამდვილ მეპატრონეებს საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების უფლებას რატომ არ აძლევენ? თურქეთის მიერ ჩატარებული ოპერაცია, რეგიონში ყველა ეთნიკური წარმომავლობის და მრწამსის ადამიანების უკან დაბრუნებასაც შეუწყობს ხელს. როგორც ყველა, ბრძოლა ესეც დასრულდება ალბათ ერთ დღეს. მთავარია უკან რა დაგვრჩება. მთავარია ამ ბრძოლის შემდეგ ჩვენს მომავალს რას შეუნარჩუნებთ და რას დავუტოვებთ,    წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.

 

 



მსგავსი ინფორმაციები