თურქეთის კულტურული საგანძური 30/2016

გაგაცნობთ, აღმოსავლეთ ანადოლუს მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრს ვანს

571140
თურქეთის კულტურული საგანძური 30/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, აღმოსავლეთ ანადოლუს მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრს ვანს.

თურქეთის ყველაზე დიდი ტბა აღმოსავლეთის რეგიონშია. ამავე სახელწოდების ქალაქი ვანი, ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე იკავებს ადგილს.

ვანი, ამავე დროს  ყოფილა თურქეთის აღმოსავლეთის პროვინციაში მებატონე დიდი ურარტუს სამეფოს დედაქალაქიც.  იმის გამო, რომ ვანი სავაჭრო გზაჯვარედინისათვის ხელსაყრელ სამარშრუტო ადგილად ითვლებოდა, ხოლო ვანის ციხეს გააჩნდა თავდაცვის თავისებურებები, იგი დედაქალაქად გაიხადეს.   ასურელი ვაჭრები, ნედლეულის საყიდლად შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ. რეგიონის სამეფოები, წარმოებულ ნედლეულს, შედარებით მაღალი ტექნოლოგიით ნაწარმ ნედლეულზე სცვლიდნენ.

რაღა თქმა უნდა, მაღალი ტექნოლოგიის მქონე ასურელები, ვაჭრობიდან ხარაჯას იღებდნენ. მაშინ, როცა, ხეთების საიმპერატოროს ცენტრალური ანადოლუს მომცველი ტერიტორიები, ვრცელ ფართობზე იყო მოდებული, აღმოსავლეთით წააწყდნენ ურარტუელებს, რომლებმაც სახელმწიფოებრიობა, ჯერ კიდევ ჩვწაღ-დე მეცხრე  საუკუნეში მოიპოვეს. ფლობდნენ აღმოსავლეთ ანადოლუს, სომხეთის და ირანის ნაწილების მომცველ ტერიტორიებს.  ასზე მეტ ციხე სიმაგრეში ჰქონდათ გაძლიერება. ურარტუელთა ცენტრალურ ქალაქად ითვლებოდა ციხე ქალაქი ვანი, რომელიც გარშემო ციხე ქალაქებში შექმნის სხვადასხვა ცივილიზაციებს. 

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, სახელმწიფოში წარმოიქმნება შიმშილობა. მეფე ორი ვაჟიშვილიდან ერთს დაავალებს მოსახლეობის ნახევართან ერთად დასავლეთისკენ წავიდეს და იქ დასახლდეს. იზმირამდე ჩასული უფლისწული, იქ გააშენებინებს გემს. მისი საშუალებით გადავა იტალიაში და თავის სამშობლოდ გაიხდის იმ ადგილებს. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იტალიაში, რომაელებზე ადრე მცხოვრები ეტრუსკები არიან სწორედ იმ ურარტუელების შთამომავლები, რადგან მათ ნასახლარ სამარხებში აღმოჩენილი არქეოლოგიური აღმოჩენები მეტად წააგავს ეთრუსკელების ტაძრებს.

ვანის ტბა და გარემომცველი რეგიონები მასპინძლობას უწევენ რიგ ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

ვანის ციხე ის ადგილია, რომლის მონახულება მართლაც ღირს. ხიდები, გზებზე გაშენებული სასტუმროები, ერთის მხრივ ხელს უწყობდა მიმოსვლის გაიოლებას, მეორეს მხრივ კი, ახდენდა მგზავრების უსაფრთხოების დაცვას. ვანის ტბის სანაპირო გორაზე გაშენებული ციხე-კოშკიდან იქაური მიდამოს და დაისის ხილვა ყველაფრად ღირს.

აუცილებლად მოინახულეთ, მსოფლიოს კატების კონკურსში გამარჯვებული ვანის კატა, რომელსაც გააჩნია თეთრი, ქათქათა ფერი. ერთი თვალის ფერი მეტად განსხვავდება მეორე თვალის ფერისგან.

ასეთივე საუცხოო სანახავია ჩალდირანის ჩანჩქერი, რომელიც ქაფისებური სიქათქათით ეშვება ხეობისკენ. მასზე გაშენებულია დაკიდული ხიდი.

 ვანის წყლები, ცნობილია სოდიანი კონცენტრაციით. თუ ზაფხულში მოგიწევთ იმ ადგილებში ჩასვლა, ნუ დაივიწყებთ საბანაო კოსტუმის წაღებას. ნამდვილად ღირს ვანის ტბაში ჩამდინარ მტკნარ წყალში მობინადრე თევზის, კეფალის გემოს გასინჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ფხიანია, კარგი მოხარშვის შედეგად, მთლიანად იკარგება ფხები.

ასეთივე საუცხოო გემოს მქონეა, ურარტუელების პერიოდიდან შემორჩენილი   ბალახოვანი ყველი. იმის გამო, რომ მასში სხვადასხვა ხმელი ბალახია შერეული ძალიან გემრიელია. არსებობს ბალახოვანი ყველის სხვადასხვა სახეობები. ურარტუს პერიოდიდან გახლავთ მეტად მადის აღმძვრელი და გემრიელი.

ვანის მიმდებარე ადგილზე არის აქდამარის კუნძული და ისტორიული სამონასტრო ეკლესია, რომლითაც დიდი დაინტერესებაა გამოჩენილი.  შუა საუკუნეების დრიონდელია ჰოშაპის ციხე, რომელიც თითქმის, უწინდელი სახით არის დღემდე შემორჩენილი და ტურისტების დიდ დაინტერესებას იწვევს.

 მომავალ გადაცემაში კვლავ შეხვედრის იმედით...



მსგავსი ინფორმაციები