თურქეთის კულტურული საგანძური 10/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურიდან, მნიშვნელოვან ტურისტულ რეგიონს, ეფესოსს

446993
თურქეთის კულტურული საგანძური 10/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურიდან, მნიშვნელოვან ტურისტულ რეგიონს, ეფესოსს.

ეფესოს უძველესი ანტიკური საპორტო ქალაქი მდებარეობს ეგეოსის რეგიონში, იზმირის სამხრეთით, მდინარე მენდერესის იგივე კეისტროსის ზღვასთან შეერთების ადგილზე. თავისი ასობით ისტორიული-ღირსშესანიშნაობებით, მსოფლიო ტურიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან რეგიონად ითვლება იგი. 1994 წელში, იუნესკოს მხრიდან შეტანილ იქნა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაში.

გასულ წელს კი, მუდმივად იქნა შეტანილი ხსენებულ სიაში. იქ არის ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი არტემიდას ტაძარი.

ეფესიას ულამაზეს ტაძრებს შორის გამოირჩევა მთის ფერდობზე გაშენებული, ეფესელი შეძლებულების ვილებად წოდებული სახლები, აგორა, ანტიკური თეატრი, ის სახლი რომელშიც, როგორც სწამთ თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაუტარებია წმინდა მარიამს და ასევე Eshab-ı Kehf-ის სახელწოდებით ცნობილი 7 მძინარის გამოქვაბული.

ქალაქი ეფესო გაუშენებია ათენის მეფის ვაჟიშვილს ანდროკლოსს. თავგადასავლების მოყვარული უფლისწული მოიწადინებს თავისთვის ქალაქის გაშენებას და გემით ანადოლიას ეწვევა. კარგა ხნის განმავლობაში თავში უტრიალებდა მღვდლების ნაწინასწარმეტყველები აზრი, რომ ქალაქის გაშენება უკეთესია თევზის და ღორის მოძრაობით მინიშნებულ ადგილზე. თავის ამხანაგებთან სათევზაოდ წასვლისას, როცა დაიწყებენ თევზის შეწვას, უცბად ერთი თევზი ამოხტება წყლიდან და მიწაზე დაეცემა. სწორედ ამ დროს დაინახავს გაქცეულ ღორსაც. უფლისწული ამოიღებს მშვილდს და გაედევნება მას. ღორის მოკვლის შემდეგ გაახსენდება მღვდლის ნათქვამი სიტყვები და ქალაქ ეფესოს გააშენებინებს იმ ადგილზე, სადაც ღორს მოკლავს.

ქალაქი ითვლებოდა ეგეოსის დასავლეთ სანაპიროს მომცველ, იონიის მნიშვნელოვან ქალაქად. ჩვ.წაღ.დე მეშვიდე საუკუნეში რეგიონში სპარსელების მისვლით და დადებული ხელშეკრულებით, იჯარის გადახდით გააგრძელებს ქალაქი თვითმყოფადობას. თავის მნიშვნელობა შეუნარჩუნებია დიდი ალექსანდრე მაკედონელის და რომის პერიოდში.

ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ტაძრად ითვლება არტემიდის ტაძარი, რომელიც ანტიკური პერიოდის შვიდ საოცრებაში შედიოდა.იგი არის ბერძნული და ანადოლიური კულტურის საუკეთესო შედევრი.

ფრიგიელების ქალ ღმერთების ქიბელეს და არტემისის ტაძარი, ანტიკური პერიოდის სრულად მარმარილოსგან გაშენებულ პირველ ნიმუშად ითვლებიან. გარშემო, გაშენებული ჰქონია ანტიკური პერიოდის ყველაზე ლამაზი ქანდაკებები ბარელიეფებით.

დღეს ტურისტებს წარედგინება არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ექსპონატები, რომელთა უმრავლესობა წაუღიათ, კარგა ხნის განმავლობაში რეგიონში, არქეოლოგიური გათხრების წარმმართავ ინგლისელ არქეოლოგებს. ამჟამად ისინი ლონდონის მუზეუმშია გამოფენილი. ეფესოს ყველაზე გამორჩეულ ტაძრად ითვლება ჩვ. წელთაღრიცხვის 106 წელში, ეფესოს გუბერნატორის და ამავე ადგილას გარდაცვლილი რომაელი Celcius-ის ბიბლიოთეკა და მემორიალი. იგი, საუცხოო ფასადით აღტაცებას იწვევ მნახველში. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან მის სანახავად.

ეფესოსმა თავისი მნიშვნელობა და ღირებულება დაიცვა ქრისტიანობის პერიოდშიც. ასეთი ვარაუდიც არის, რომ ამ ადგილზე წმინდა პეტრესთნ ერთად ყოფილა ღვთისმშობელი მარიამი და აქ არის წმინდა მარიამის სახლი, რომელიც ქრისტიანული სამყაროს წმინდა სამლოცველო ადგილად არის მიჩნეული. მის სანახავად, ყოველ წლიურად, უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მიდის.

რომაელების მხრიდან ქრისტიანობის აკრძალულად გამოცხადების პერიოდში, სწამთ, რომ იქ არსებულ გამოქვაბულში უცხოვრიათ 7 ძილისგუდას და იქ მისცემიან სამუდამო ძილს. თურქეთის 3 სხვადასხვა ადგილას არის ამ თქმულების აღმნიშვნელი 7 მძინარისთვის განკუთვნილი გამოქვაბული. წმინდა ყურანის წიგნშიც არის მოხსენიებული ეს ამბავი. აღნიშნულია, რომ ზეწოლისგან თავის დაღწევის და რწმენის შენარჩუნების მიზნით, თავიანთ ძაღლთან ერთად 7 მეგობარი თავს შეაფარებს გამოქვაბულს, მაგრამ იმდენად გადაქანცულები იყვნენ, რომ ჩაეძინებათ. უკან დადევნებული იმპერატორის ჯარისკაცები, მათი მოკვლის მიზნით, გამოქვაბულის შესასვლელს ქვით ამოაშენებენ. სასწაულად, ასობით წლის გასვლის შემდეგ, ისინი გაიღვიძებენ. ერთ-ერთი მათგანი საჭმელების ყიდვის მიზნით ქალაქში ჩავა. დაინახავს, რომ ქალაქში, ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად არის გამოცხადებული. გაიკვირვებს, როცა გაიგებს, რომ იესო ქრისტეს სახელსაც მეტად იოლად წარმოსთქვამენ.

ხელში დაჭერილი ფულის სიძველეში დაეჭვებულები მას ეპისკოპოსთან წაიყვანენ. ეპისკოპოსი, მისი მონაყოლს სასწაულად გამოაცხადებს. ამ მოვლენამ ქრისტიანობის შემდგომ ეტაპში დაკარგა მნიშვნელობა, მაგრამ ისლამურ სამყაროში ჯერ ისევ მნიშვნელოვნად ითვლება.

არქეოლოგიური გათხრებით ისევ გრძელდება ტერასებზე გაშენებული, თანამედროვე ვილების მსგავსი უძველესი სახლების აღმოჩენაც. ისინი არაფრით ჩამორჩებიან დღევანდელ კომფორტულ სახლებს. მარმარილოს კედლები მოხატულია ფრესკებით და მოზაიკებით. ყველა სახლს გააჩნია ცენტრალური გათბობა და აბანო. ვისურვებდით ადგილზევე, თავად დაათვალიეროთ და თქვენი თვალით ნახოთ ეფესოს სილამაზეები.



მსგავსი ინფორმაციები