თურქეთის ახალი ხედვა: 06 / 2016

ადამიანს და mekan-ს, იგივე ადგილს შორის ურთიერთობას, მეტად ღრმა მნიშვნელობები გააჩნია. იგი შეიძლება იყოს რომანტიკულიც და მისტიკურიც

427822
თურქეთის ახალი ხედვა: 06 / 2016


ადამიანს და mekan-ს, იგივე ადგილს შორის ურთიერთობას, მეტად ღრმა მნიშვნელობები გააჩნია. იგი შეიძლება იყოს რომანტიკულიც და მისტიკურიც.

რომანტიკულია ადამიანის სამოთხეში მოუხვედრელობით წარმოქმნილი ნატვრა.

ასეთი ვარაუდიც არის, რომ ადამიანში, პირველი ქალაქის გაშენების მოსაზრებაც, სწორედ აქედან იღებს სათავეს.

ქალაქის გაშენების აზრი, მითოლოგიაში ძმებს შორის მომხდარი მკვლელობის შემდეგ, მკვდრის დასაფლავების რიტუალით იწყება. მოკლული ძმის დასაფლავებით წარმოქმნილი სტრუქტურა არის კაცობრიობის პირველი გამოცდილება.

სტრუქტურის და ადგილის პირადობასთან და კულტურასთან უძველესი ურთიერთობა სწორედ აქედან მომდინარეობს.

აქედან იღებას სათავეს, ისიც, რომ თითოეულ კულტურულ თვითმყოფადობას გააჩნია მისთვის დამახასიათებელი საქალაქო მოწმობა. მოდერნიზაცია და გაერთგვაროვნება, თანდათან ქალაქების პირადობას ხვეწავს.

მთელი მსოფლიოს ქალაქები, ერთმანეთის მსგავს სახლებს ემსგავსებიან. თუ ყურადღებას გავამახვილებთ, ქალაქებში თავშესაფრების უქონლობის სინამდვილეზე, კვლავ გაცოცხლდება ქალაქის და პირადობის ურთიერთობის ორ მცნებასთან, რომანტიზმსა და მეტაფიზიკასთან კავშირი.

ქალაქებს თუ არ გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი მითოლოგია და თავგადასავალი ეს ნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ პირადობაც.

აშკარაა რომ თანდათან ქალაქები კარგავენ პირადობას და მეობას. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქალაქებს პირადობა ვუბოძოთ, ეს აუცილებელიცაა, უპ. ყოვლისა საჭიროა ჩვენი მოთხრობის შეთხზვა, რომელთა გმირებსაც შეუძლიათ მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ქალაქების გაშენება.

თურქეთმა, თავის მოთხრობის შეთხზვა დაიწყო, თავის ქალაქებისთვის მოწმობის მიცემით. სინამდვილეში, ორივე ერთმანეთის მასაზრდოებელი სფეროებია. სამწუხაროდ, კარგა ხნის მანძილზე ამ საკითხის მნიშვნელობაზე სათანადო ყურადღების გამოჩენაც არავის მოსვლია აზრად.

ამ დროს კი, mekân-ადგილი, ეს არის არაბული სიტყვა, რომელიც წარმოქმნილია სიტყვა "kevn"-ისგან, რაც არსებობას, შექმნას, თვითმყოფადობას ნიშნავს.

თითოეული აზროვნების, იდეოლოგიის ანდა რელიგიის ადგილისადმი მიდგომა, ერთმანეთისგან განსხვავდება. თითოეულ მათგანს გააჩნია სასიცოცხლო ადგილის, არეალის კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის და ადგილის ურთიერთობას.

არ შეიძლება ადგილი და არეალი წარმოვიდგინოთ ჩვენი თვითმყოფადობის და მცდელობის გარეშე. ვიცით, რომ ყოველთვის აქვს ადგილი თითოეული ქალაქისთვის დამახასიათებელი, პირადობად წოდებული სტრუქტურების დანგრევას. რესპუბლიკის შექმნის პერიოდში, თანამედროვე არქიტექტურული გაგების საფუძველზე, ახალი სტილის და სტრუქტურის გაგებამ, სამწუხაროდ შეცვალა ქალაქის პირადობა.

ახალმა თურქეთმა ყველაზე მეტად, ურბანიზაციის სფეროში უნდა მოახდინოს მისთვის დამახასიათებელი ხედვის და სტრატეგიის განსაზღვრა. ეს წარმოადგენს თურქეთისთვის აუცილებლობას.

არ უნდა იქნეს დავიწყებული, რომ ქალაქი არის თანამედროვე ორგანიზაციის, მობილიზაციის საჭიროების და აუცილებლობის გამომკვეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურა.

რომელიმე ადგილზე უბრალოდ ერთი სახლის, ანდა სოფლის გაშენება სერიოზულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. იმიტომ, რომ სახლი არა არის რაიმე ობიექტი, ან კიდევ მანქანა. საცხოვრებელი სახლი ეს არის ადამიანების, ღმერთების მოდელად წარმოდგენილი ფაზის წარმონაქმნის იმიტირებით, თავისთვის სამყაროს შექმნა.

ურბანიზაციის სფეროში განახლება, ეს არის დაკარგული პირადობის ხელახლა გაშენება და შეძენა.

ახალი თურქეთის ხედვის ერთ-ერთ ძირითად პარამეტრად ითვლება ქალაქები პირადობით.

ასეთი ქალაქების გაშენებისათვის კი, საჭიროა ჩვენს ისტორიულ ფესვებზე და შეთხზულ მოთხრობაზე დაბრუნება.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები