ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს

ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს

2142267
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს

ნიგერიის არმიამ განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის მიერ 10 წლის წინ ბორნოს შტატში მძევლად აყვანილი 387 ადამიანი გამოიხსნეს.

ბორნოს შტატში წარმოებული ოპერაციის "Desert Sanity 111"-ის მეთაურმა ჰარუნა დივამ განაცხადა, რომ არმიამ ოპერაცია ჩაატარა სამბისას ტყეში, სადაც ბოკო ჰარამის ტერორისტები იმალებოდნენ.

მისივე თქმით, გაათავისუფლეს 387 ადამიანი, ძირითადად ბავშვები და ქალები, რომლებიც ტერორისტებს 10 წლის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.

ჰარუნა დივამ აღნიშნა, რომ ნიგერიის არმიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაამატა: ”ჩვენი ძალისხმევაა გავასუფთავოთ ტერორისტების ნარჩენებისგან სამბისა და მივცეთ მათ, ვისაც უნდათ დანებების შესაძლებლობა. ჩვენ მოველით, რომ მათი უმეტესობა ამ ოპერაციით ჩაბარდება“.

ნიგერიაში 2000 ათასიანი წლებიდან მოქმედი ბოკო ჰარამის მიერ 2009 წლიდან ორგანიზებული მასობრივი ძალადობრივი აქტების შედეგად ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტული ორგანიზაცია 2015 წლიდან ასევე ახორციელებს თავდასხმებს ქვეყნის მოსაზღვრე მეზობელ კამერუნში, ჩადსა და ნიგერში.


საკვანძო სიტყვები: #ბოკო ჰარამი , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები