ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

2142141
ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის საჭირო მხარდაჭერას.

ლოიდ ოსტინმა, უკრაინის თავდაცვის მოკავშირე ჯგუფის 22-ე ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 50 ქვეყანას, ძირითადად ევროპიდან.

„ჩვენ ვხვდებით გამოწვევის მომენტში, რუსეთის მზარდი სამხედრო ოპერაციების გამო უკრაინაში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისადმი საჭირო მხარდაჭერას. შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს შეასრულოს, თავისი წვლილი. ჩვენ მიერ გაგზავნილი უსაფრთხოების დახმარება რეალურ ეფექტს მოახდენს ამ ბრძოლაში. მას შემდეგ რაც, რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო (2022 წელი), ჩვენ კიევს, 95 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გავიწიეთ“, განაცხადა ლოიდ ოსტინმა.



მსგავსი ინფორმაციები