რუსეთი, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს გააძევებს

რუსეთი, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს გააძევებს

2140687
რუსეთი, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს გააძევებს

რუსეთმა განაცხადა, რომ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს გააძევებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში დაიბარეს.

განცხადებაში, რომელიც აკრიტიკებს ბრიტანეთის ოფიციალური პირების მიერ 8 მაისს რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს ნათქვამია: „ლონდონში რუსეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს მიმართ მტრული და უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო, წარმომადგენელს გადაეცა მკაცრი საპროტესტო ნოტა“.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯებმა „გამოუსწორებელი ზიანი“ მიაყენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და ნათქვამია: „ჩვენ ხაზგასმით ვუთხარით წარმომადგენელს, რომ ამ ნაბიჯს ვხედავთ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებას რუსეთის მიმართ. ჩვენი რეაქცია 8 მაისს ბრიტანული მხარის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ მტრულ ქმედებებზე ამ ნაბიჯით არ დასრულდება. ვინც ესკალაციას დაიწყებს, ეცნობება შემდგომი საპასუხო ნაბიჯების შესახებ“.

ცნობისათვის, 8 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთ რუსეთის დიპლომატებს შეეზღუდებათ ამ ქვეყანაში შესვლისათვის დიპლომატიური ვიზის გაცემა და საქმიანობა.



მსგავსი ინფორმაციები