ბორელი: "ევროკავშირი გაყოფილია პალესტინის საკითხთან დაკავშირებით"

ბორელი: "ევროკავშირი გაყოფილია პალესტინის საკითხთან დაკავშირებით"

2139686
ბორელი: "ევროკავშირი გაყოფილია პალესტინის საკითხთან დაკავშირებით"

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნები, რომლებიც ერთიანად მოქმედებდნენ უკრაინა-რუსეთის ომში, "ზედმეტად გაყოფილი" არიან, როდესაც საქმე პალესტინას ეხება.

ბორელმა შეაფასა ღაზის სექტორში არსებული ვითარება ამერიკის შეერთებული შტატების სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს პალესტინის ხელისუფლების გასაძლიერებლად და დაამატა: „ჩვენ ხმამაღლა და ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ ამ ტრაგედიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არის ორ სახელმწიფოიანი გადაწყვეტის მიღწევა. რაც არ უნდა რთული იყოს, ამ ტრაგედიის, (ისრაელის თავდასხმები რეგიონზე) რომელიც კაცობრიობის სინდისის ლაქად დარჩება, შეჩერების სხვა გზავს ვერ ვხედავ“.

ბორელმა ევროპის პალესტინის საკითხზე „გაყოფის“ თაობაზე კომენტარის გაკეთებისას თქვა: "გარკვეული გამონაკლისების გარდა, ისინი (ევროკავშირის ქვეყნები) საკმაოდ გაერთიანებულნი არიან რუსეთის წინააღმდეგ. ისინი ძალიან გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყველა ასპექტში. ჩვენ ძალიან გაყოფილი ვართ ღაზის საკითხზე“.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა აიღო პასუხისმგებლობა, რათა შესაძლებელი გახდეს ორ სახელმწიფოიანი გადაწყვეტა, კონტაქტები არაბ პარტნიორებთან გრძელდება და დასძინა: ”მე ვხედავ გარკვეულ დაღლილობას აშშ-ს მხრიდან გადაწყვეტის ძიებაში“.

7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 35 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად ბავშვები და ქალები.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები