აქტუალური თემის ანალიზი 19-2024

ისრაელი რაფაჰში ხოცვა-ჟლეტისთვის ემზადება

2138046
აქტუალური თემის ანალიზი 19-2024

ისრაელი რაფაჰში ხოცვა-ჟლეტისთვის ემზადება

აქტუალური თემის ანალიზი 19-2024

ისრაელი რაფაჰში ხოცვა-ჟლეტისთვის ემზადება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჰამასმა განაცხადა, რომ მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ განცხადების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას ელოდა, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ისრაელის განზრახვა და განაცხადა, რომ რაფაჰზეს თავდასხმები გაგრძელდება. ამის შემდეგ, ისრაელმა დაიწყო რაფაჰზე სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები. ამით კი ცხადი გახდა, რომ ნეთანიაჰუს სურდა ღაზას განადგურება და არა მშვიდობა.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს…

გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელი ღაზაზე სასტიკ თავდასხმებს განაგრძობს. თავდასხმებს ამ დროისთვის 35 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. ისრაელი კი განურჩევლად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ოკუპაციის დაწყებიდან დღემდე ისრაელის მიზანი იყო ძლიერი დაბომბვის განხორციელება, რომელიც ღაზას საცხოვრებლად უვარგისს გახდის და რეგიონში მცხოვრები ხალხი ეგვიპტის სინას ნახევარკუნძულზე გადაეყვანა. ამ კონტექსტში ისრაელის ღაზაში ბოლო სამიზნე  რაფაჰი არის.

რაფაჰი არის რეგიონი ღაზა-ეგვიპტის საზღვართან, რომელიც ასევე მოიცავს სასაზღვრო კარიბჭეს. სინამდვილეში, ეს იყო ღაზას ნაწილობრივი კარიბჭე მსოფლიოში, ისრაელის ბლოკადის წინააღმდეგ. საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებაც აქედან მიეწოდებოდა დიდ წილად, რეგიონის მოსახლეობას. გარდა ამისა, მილიონნახევარზე მეტმა ღაზას მცხოვრებმა თავი შეაფარა რაფაჰის რეგიონს, ისრაელის თანდათან მზარდი ოკუპაციისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ. ახლა ისრაელი ემზადება დიდი ხოცვა-ჟლეტისთვის ქალაქ რაფაჰზე.

მაშინ, როდესაც ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით და გააცნო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მიიღო შეთანხმების პირობები, ისრაელმა განაცხადა, რომ არ ცნობს შეთანხმების პირობებს და დაიწყო რაფაჰზე შეტევა. ისრაელის არმიის ნაწილებმა, რომლებიც თავს დაესხნენ როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდან, დაიკავეს რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ამრიგად, ეგვიპტიდან შემავალი ჰუმანიტარული დახმარება შეწყდა. რეფაჰზე თავდასხმების გახშირება გამოიწვევს ათიათასობით ადამიანის სიკვდილს. ბოლოს და ბოლოს, ძალიან ვიწრო რაიონში მილიონნახევარი ადამიანია და ისრაელი მიზანმიმართულად უმიზნებს რაფაჰს და სურს ღაზელების დეპორტაცია ეგვიპტეში, კერძოდ კი სინას ნახევარკუნძულზე. ეს აშკარად დეპორტაციისა და გენოციდის მცდელობაა. ისეთ ქვეყნებსაც კი, რომლებიც უპირობოდ უჭერენ მხარს ისრაელს, მაგალითად, აშშ-ს, სურთ ნეთანიაჰუზე ზეწოლა მოახდინონ რაფაჰზე თავდასხმების შესაჩერებლად, მაგრამ, ისრაელი და ნეთანიაჰუს ომის კაბინეტი, როგორც ჩანს, მაინც აპირებენ ფართომასშტაბიანი ხოცვა-ჟლეტის ჩადენას.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი თურქეთმა, დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, სამწუხაროდ, ვერ შექმნეს განტოლება, რომელიც ისრაელს შეუშლის ხელს. გლობალური სინდისიც კი, რომელიც მოქმედებს და მართავს დემონსტრაციებს მთელს მსოფლიოში, ვერ შეაჩერეს ისრაელი. თავის მხრივ, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში ისრაელი ძალითაც კი უნდა შეჩერდეს.



მსგავსი ინფორმაციები