აღიარებს თუ არა სლოვენია პალესტინას სახელმწიფოდ?

აღიარებს თუ არა სლოვენია პალესტინას სახელმწიფოდ?

2137853
აღიარებს თუ არა სლოვენია პალესტინას სახელმწიფოდ?

სლოვენია, სავარაუდოდ, 13 ივნისამდე მიიღებს გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მთავრობამ დაიწყო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცედურა და, რომ აღიარების გადაწყვეტილება სლოვენიის პარლამენტს 13 ივნისამდე გადაეცემა.

ფიონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეუქცევადი ნაბიჯია და თქვა: „მოხარული ვარ, რომ მთავრობა პალესტინის აღიარების პროცესშია. ამით სლოვენია აგზავნის მკაფიო მესიჯს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის შესახებ და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტის შესახებ“.



მსგავსი ინფორმაციები