იოავ გალანტი: „რაფაჰზე თავდასხმები გაგრძელდება“

იოავ გალანტი: „რაფაჰზე თავდასხმები გაგრძელდება“

2136716
იოავ გალანტი: „რაფაჰზე თავდასხმები გაგრძელდება“

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე, სადაც დევნილმა პალესტინელებმა შეაფარეს თავი, თავდასხმები გაგრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, იოავ გალანტი ეწვია ტერიტორიას, სადაც ღაზას საზღვარზე ჰაუბიცები იყო განლაგებული, რომლებიც რაფაჰს ბომბავდნენ რეგიონში თავდასხმების მხარდასაჭერად.

მან, იქ სიტყვით მიმართა ჯარისკაცებს და განაცხადა, რომ მან, ისრაელის არმიას რაფაჰში შესვლა უბრძანა წინა დღეს.

გალანტმა აღნიშნა, რომ მან ასევე გასცა ბრძანება რაფაჰის სასაზღვრო კარიბჭის ოკუპაცია და თქვა: „ეს ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჰამასი არ აღმოიფხვრება რაფაჰის რეგიონში და მთელ ღაზას სექტორში, სანამ პირველი მძევალი არ დაბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ კატარსა და ეგვიპტეს აცნობა, რომ მან დაამტკიცა მათი წინადადებები ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ჰამასის ამ განცხადების მიუხედავად, ისრაელის ომის კაბინეტმა რაფაჰში თავდასხმების გაგრძელება გადაწყვიტა



მსგავსი ინფორმაციები