კაშხლის ჯებირის გარღვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კაშხლის ჯებირის გარღვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2133391
კაშხლის ჯებირის გარღვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კენიაში ძველი კიჯაბეს სახელწოდების კაშხლის ჯებირის გარღვევის შედეგად, ბოლო მონაცემებით 42 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ, რომელიც რამდენიმე კვირაა გრძელდება ქვეყნის სამხრეთით, ძველი კიჯაბეს სახელწოდების კაშხლის ჯებირის გარღვევა გამოიწვია.

მთავრობის პრესსპიკერმა ისააკ მაიგუა მვაურამ განაცხადა, რომ კაშხლის ჯებირის გარღვევის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ დააზიანა სახლები და გზები და 42 ადამიანი დაიღუპა.

მვაურას თქმით, კაშხალის ჯებირის გარღვევასთან დაკავშირებით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება რა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან მოყოლებული ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 103 ადამიანი დაიღუპა.

წყალდიდობის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.


საკვანძო სიტყვები: #გარღვევა , #ჯებირი , #კაშხალი , #კენია

მსგავსი ინფორმაციები