ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ამომრჩევლები ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. ქვეყანაში, სადაც 1 მილიონ 814 ათას 317 რეგისტრირებული ამომრჩეველია, ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო, 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ამომრჩევლებს ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით 3480 ცენტრში შეეძლებათ.
არჩევნებში 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი.
თუ რომელიმე კანდიდატი პირველ ტურში ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს, 8 მაისს მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ყველაზე მეტი ხმის მომპოვებელი ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მეორეს მხრივ, 8 მაისს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.
ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მეორე ტური რომ ჩაითვალოს, საარჩევნო აქტივობა 40 პროცენტზე მეტი უნდა იყოს.
მსგავსი ინფორმაციები
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო