ნატო ირან-ისრაელის დაძაბულობას ეხმაურება

ნატო ირან-ისრაელის დაძაბულობას ეხმაურება

2127636
ნატო ირან-ისრაელის დაძაბულობას ეხმაურება

ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა (ნატო) დაგმო „ირანის მიერ დაძაბულობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ისრაელზე თავდასხმებით“ და მას ზომიერებისკენ მოუწოდა.

ნატოს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ სოციალური ქსელის პლატფორმა, X-ის ანგარიშზე თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „ალიანსი გმობს ირანის მიერ წინა ღამით დაძაბულობის ესკალაციას და მას ზომიერებისკენ მოუწოდებს“.

დახლალას თქმით, ნატო ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს“, აცხადებს დახლალა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა 1 აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოს შენობაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა ირანის რევოლუციური გვარდიის 7 ადამიანი, მათ შორის 2 გენერალი.

ირანმა კი გამოაცხადა, რომ ისრაელის მათ საკონსულოზე თავდასხმა, ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმას ნიშნავდა და ისინი საპასუხო რეაქციას მოახდენდნენ.

სწორედ ამის შემდეგ, წინა ღამეს ირანმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატით, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით დაიწყო შეტევა ისრაელზე და გამოაცხადა, რომ რამდენიმე სამხედრო სამიზნე იქნა დარტყმული.



მსგავსი ინფორმაციები