პრეზიდენტი ერდოღანი დღეს, მაჰმუდ აბასს მიიღებს

პრეზიდენტი ერდოღანი დღეს, მაჰმუდ აბასს მიიღებს

2111020
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს, მაჰმუდ აბასს მიიღებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს დედაქალაქ ანკარაში, პალესტინის სახელმწიფო მეთაურს მაჰმუდ აბასს მიიღებს.

პრეზიდენტის სასახლეში გასამართი შეხვედრის მთავარი დღის წესრიგი იქნება ისრაელის თავდასხმები ღაზაზე, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბრიდან გრძელდება.

პრეზიდენტ ერდოღანის მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო ვითარება და თურქეთის გარანტიის შეთავაზება.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმული, რომ ერთადერთი გზა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისაკენ არის, 1967 წლის საზღვრებზე დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებით, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი გახლავთ.

შეხვედრაზე ასევე განიხილება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.

პრეზიდენტი ერდოღანი თავის კოლეგას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს თურქეთის მხარდაჭერას პალესტინის საკითხში.



მსგავსი ინფორმაციები