გაერომ განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება პუტინის ვიზიტს თურქეთში

გაერომ განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება პუტინის ვიზიტს თურქეთში

2098320
გაერომ განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება პუტინის ვიზიტს თურქეთში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტის შედეგებს.

გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

დუჟარიკმა კითხვაზე „ჩაერთვება თუ არა გაერო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინების შესაძლებლობაში ვლადიმერ პუტინის (თურქეთში) ვიზიტის დროს?“ ასეთი პასუხი გასცა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ვიზიტის შედეგებს.“

შეგახსენებთ, რომ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს განიხილება რუსეთ-თურქეთის ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები, ასევე რეგიონალური საკითხები, მათ შორის უკრაინა.

ცნობისათვის, კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა 29 იანვარს თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თებერვალში პუტინის თურქეთში ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები