ბორელი: ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი: ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

2052288
ბორელი: ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი: ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხის უნდა აგონ.

ბორელმა განცხადება გააკეთა ღაზაში საავადმყოფოში თავდასხმასთან დაკავშირებით და აღნიშნა: "ღაზას ალ-ეჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს ამბებმა შიში შემატა იმ ტრაგედიას, რომელიც დღეების განმავლობაში ტრიალებდა ჩვენს თვალწინ. კიდევ ერთხელ, უდანაშაულო მოქალაქეებმა გადაიხადეს უმაღლესი საფასური." მან ასევე თქვა: "ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირი უნდა გამოაშკარავდეს. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ".

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლ მიშელმა თქვა, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას“, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ევროკავშირი , #ჯოზეფ ბორელი

მსგავსი ინფორმაციები