აბდულჰამიდ დიბეიბე თურქეთთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აკეთებს

აბდულჰამიდ დიბეიბე თურქეთთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აკეთებს

1930881
აბდულჰამიდ დიბეიბე თურქეთთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აკეთებს

ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის თურქეთთან თანამშრომლობის გაგრძელება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში გარდაუვალია.

ლიბიის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიბეიბემ ტრიპოლში თურქეთის ელჩი, ქენან ილმაზი და სამხედრო ატაშე თევაბილ მენექშე, რომელსაც მოვალეობის ვადა ეწურება, მიიღო. დიბეიბემ, მენექშეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მის ქვეყანასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში გარდაუვალია.

აბდულჰამიდ დიბეიბემ ასევე კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთსა და ლიბიას შორის ძლიერი ისტორიული კავშირების გარდა, არსებობს მრავალი შეთანხმება უსაფრთხოების, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში.



მსგავსი ინფორმაციები