ლაიენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო ირანისთვის სანქციების დაწესების დრო დადგა

ფონ დერ ლაიენი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს

1892529
ლაიენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო ირანისთვის სანქციების დაწესების დრო დადგა

 

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო ირანისთვის სანქციების დაწესების დრო დადგა.

ფონ დერ ლაიენი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

„ძალადობას უნდა ვუთხრათ „შეჩერდეს“. ქალებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ“. - თქვა ფონ დერ ლაიენმა და დაამატა: "ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ქალების ჩაგვრაზე. მჯერა, რომ დადგა დრო პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეს. შოკისმომგვრელი ძალადობა ირანელი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს“.

ევროპარლამენტმა ასევე მიიღო რეზოლუციის პროექტი გასულ კვირას ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ირანს მოსთხოვეს მიუკერძოებელი გამოძიება მაჰსა ემინის დაკავების შემდეგ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე მომიტინგეების გათავისუფლება და მოუწოდეს ევროკავშირის ხელისუფლებას სანქციები დაუწესდეს ემინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს.



მსგავსი ინფორმაციები