ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდებს აგრძელებს

ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდებს აგრძელებს

1763690
ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდებს აგრძელებს

იაპონიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დღეს დილით ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ადგილობრივი დროით 08:49 და 08:52 საათზე ორი ცალკეული ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. კიშის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ფხენიანის აეროპორტიდან ისროლა, რომლებმაც 50 კილომეტრის სიმაღლეზე 300 კილომეტრის მანძილზე ფრენის შემდეგ ზღვაში ჩავარდნენ.

„ნათელია, რომ ჩრდილოეთ კორეა ცდილობს განავითაროს სარაკეტო ტექნოლოგია. ბოლოდროინდელი ტესტების სერია სერიოზული პრობლემაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის,“ განაცხადა ნობუო კიშიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე მე-4 სარაკეტო გამოცდა ჩაატარა.



მსგავსი ინფორმაციები