საპრეზიდენტო არჩევნები პერუში

საპრეზიდენტო არჩევნები პერუში

1652938
საპრეზიდენტო არჩევნები პერუში

პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენე პარტიის კანდიდატი კეიკო ფუჰიმორი ლიდერობს.

ქვეყნის საარჩევნო პროცესების ეროვნული ოფისის (ONPE) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 აპრილს, არჩევნების პირველ ტურში სადაც  ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ორმა კანდიდატმა და მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოუპოვეს, მემარჯვენე პოპულარული ძალების პარტიის კანდიდატებმა, კეიკო ფუჰიმორიმ ხმების 52,46 პროცენტი მიიღო და პირველ ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ხმების მხოლოდ 56,03%-ია დათვლილი.

რაც შეეხება, არჩევნებში მონაწილე თავისუფალი პერუს პარტიის კანდიდატ, პედრო კასტილოს, ამ დროისათვის ხმების, 47,53 პროცენტი აქვს მიღებული.

ამომრჩეველთა აქტივობამ 78 პროცენტი შეადგინა.

კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს, ქვეყნის სათავეს ჩაუდგება 28 ივლისს, პერუს დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეზე, 2021-2026 წლების ვადით.


საკვანძო სიტყვები: #საპრეზიდენტო არჩევნები , #პერუ

მსგავსი ინფორმაციები