მაი-ნდომბეს ტბაში ჩაძირული გემის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

მაი-ნდომბეს ტბაში ჩაძირული გემის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1584304
მაი-ნდომბეს ტბაში ჩაძირული გემის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გემის ჩაძირვის შედეგად  ბოლო მონაცემებით 60 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე, მაი-ნდომბეს ტბაში მოხდა. ჰუმანიტარული დახმარების მინისტრმა სტივ მბიკაიმ Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე განაცხადა, რომ მაი-ნდომბეს ტბაზე ზედმეტად გადატვირთული გემი, რომელზეც სავარაუდოდ  700-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა,  ჩაიძირა. მისივე თქმით, ამ დროისათვის 60 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 300 ადამიანი გადაარჩინეს ხოლო, დანარჩენის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები