აშშ-ი, ჩინეთის არმიას დიდ საფრთხედ მიიჩნევს

“ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი ჩინეთის არმიასთან საბრძოლველად“

1443656
აშშ-ი, ჩინეთის არმიას დიდ საფრთხედ მიიჩნევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ვაშინგტონში მოქმედ ანალიტიკურ ცენტრ "გერმან მარშალის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარზე, შეფასებები გააკეთა ჩინეთის რეგიონზე და მთელს მსოფლიოზე ზეგავლენის თაობაზე და განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ევროპაში განლაგებული თავისი ჯარი, სხვა რეგიონებში გადაიყვანა. მისივე აზრით, ჩინეთმა, განსაკუთრებით სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, მალაიზიის, ინდონეზიის, ვიეტნამისა და ფილიპინების უსაფრთხოებას. ”როდესაც ვხედავთ, თუ საიდან მოდის ეს საფრთხეები, ჩვენ მის საწინააღმდეგოდ ჩვენი საკუთარი რესურსების გამოყენებას ვცდილობთ და ეს შეიძლება მოიცავდეს სადაზვერვო სამსახურებს, საჰაერო ძალებს, ან საზღვაო ძალებს. მოკლედ, ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საკმარისად მომზადებულები ვართ და გვაქვს ყველანაირი რესურსი ჩინეთის არმიასთან საბრძოლველად,” განაცხადა პომპეომ



მსგავსი ინფორმაციები