ევროკავშირის თავჯდომარეობას გერმანია 1 ივლისიდან ჩაიბარებს

“ეს თავჯდომარეობა დაგეგმილზე განსხვავებული იქნება“

1405321
ევროკავშირის თავჯდომარეობას გერმანია 1 ივლისიდან ჩაიბარებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც 1 ივლისს გადაიბარებს ევროკავშირის როტაციულ თავჯდომარეობას, დაგეგმილზე უფრო განსხვავებულ თავჯდომარეობას გასწევს. ყოველკვირეულ ვიდეო შეტყობინებაში მერკელმა გაიმეორა, რომ სანამ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ მოიგონებენ, მანამდე მთელს მსოფლიოს ამ ეპიდემიით ცხოვრება მოუწევს, ხოლო გერმანია კი, როგორც ევროკავშირის როტაციული ქვეყანა, ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ამიტომ დაგეგმილზე განსხვავებული მმართველობა ექნებათ. მანვე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის თავჯდომარეობის პერიოდში განიხილავენ როგორც კლიმატის და გარემოსდაცვითი საკითხებს, ასევე ევროპის ეკონომიკის გაძლიერებას და სოციალური სოლიდარობის გაზრდას. გერმანია, ევროკავშირის  როტაციულ თავჯდომარეობას ხორვატიისგან 1 ივლისს გადაიბარებს და ამ თანამდებობაზე დარჩება 2020 წლის 31 დეკემბრამდე.



მსგავსი ინფორმაციები