პომპეომ, პეკინი უიღურების ჩაგვრაში დაადანაშაულა

“ჩინეთი არღვევს საერთაშორისო კანონებსაც და ნორმებსაც“

1261407
პომპეომ, პეკინი უიღურების ჩაგვრაში დაადანაშაულა

 

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაიკ პომპეოს განცხადებით, უიღურული თურქების მიმართ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკით, ჩინეთი არღვევს საერთაშორისო კანონებს და ნორმებს. პომპეომ, სოციალური ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში, ჩინეთის სინჯანის უიღურელ თურქთა ავტონომიურ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი აგრძელებს უიღურების მასობრივ დაპატიმრებებს:  სინჯანში, უიღურელი თურქების მასობრივი დაპატიმრებებისა და გაუჩინარების შესახებ სანდო ცნობების მიღებას ვაგრძელებთ.  მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩინეთს, დაასრულოს ეს მჩაგვრელი ტაქტიკა, რომლითაც არღვევს საერთაშორისო ნორმებსაც და საკუთარ კანონებსაც". როგორც ცნობილია, ამ ბოლო წლებში ჩინეთი, საგანმანათლებლო ცენტრის სახელით შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში ანთავსებს უიღურელ თურქებს და ამით მათ თვითმყოფადობასა და კულტურაზე მასიურ ზეწოლას და დისკრიმინაციას ახორციელებს, რაც საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგნად არის გადაქცეული. Human Rights Watch (HRW) დასკვნაში ნათქვამია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სინჯანის უიღურელ თურქთა ავტონომიურ რეგიონში დიდი ოდენობით უდანაშაულო ადამიანს, ე.წ. "პრევენციული პოლიციური ზომების" ფარგლებში, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე აპატიმრებენ, ანდა აგზავნიან ხსენებულ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ისინი, როგორც პოლიტიკურად საშიში პირები,  დიდი ჩაგვრა-შევიწროების ქვეშ ცხოვრობენ

 



მსგავსი ინფორმაციები