ჩრდილოეთ კორეა თავისსას არ იშლის
ჩრდილოეთ კორეა თავისსას არ იშლის
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის გენშტაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მოკლე მანძილანი ორი რაკეტა გაუშვა. მათივე განცხადებით, რაკეტებმა 450 კილომეტრი გაიარეს და ზღვაში ჩავარდნენ. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საკითხის ტექნიკურ შემოწმებას, ამერიკასთან ერთად აწარმოებენ. „ეს წვრთნები ოკუპაციის რეპეტიციაა. ჩვენც, საკუთარი თავის დასაცავად შესაბამის ზომებს ვღებულობთ,“ აცხადებს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
მსგავსი ინფორმაციები
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო