პაკისტანმა „შაჰეენ 2“ სახელწოდების ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

შაჰეენ 2-ს კონვენციური და ბირთვული იარაღის გადატანა 1 500 მილის რადიუსში შეუძლია

1207004
პაკისტანმა „შაჰეენ 2“ სახელწოდების ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, გენერალ ასიფ გაფურის განცხადებით მათ, „შაჰეენ 2“ სახელწოდების ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადეს. „მიწა-მიწა ტიპის ‘შაჰეენ 2’ სახელწოდების ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოვცადეთ. შაჰეენ 2-ს კონვენციური და ბირთვულიიარაღის გადატანა 1 500 მილირადიუსში შეუძლია. აღნიშნული  ბალისტიკური რაკეტა სრულად შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს და  რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებებს,“ განაცხადა  გენერალ ასიფ გაფურიმ. მეორეს მხრივ ქვეყნის პრემიერმა იმრან ხანმა აღნიშნული ბალისტიკური რაკეტის დამზადებაში და გამოცდაში მონაწილე ინჟინრები დააჯილდოვა.



მსგავსი ინფორმაციები