აფეთქება სტადიონზე

დაიღუპა 3 სპორტსმენი

907745
აფეთქება სტადიონზე

 

ავღანეთიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის აღმოსავლეთში, კონკრეტულად კი ნანგარჰარის პროვინციის დასავლეთ კოტის რაიონში მდებარე კრიკეტის სტადიონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი სპორტსმენი დაიღუპა.
ნანგარჰარარის გუბერნატორის პრესსპიკერმა ატაულაჰ ჰოგიანიმ განაცხადა, რომ ბომბი სპორტული ასპარეზობის დროს  აფეთქდა და ამ აფეთქების შედეგად დაჭრილი 2 მაყურებელი  საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა ნორმალურია. ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით პასუხისმგებლობა არავინ აიღო



მსგავსი ინფორმაციები