თავდასხმა ნიუ მექსიკოს შტატში

თავდასხმა საჯარო ბიბლიოთეკაში მოხდა

798246
თავდასხმა ნიუ მექსიკოს შტატში

აშშ-ს, ნიუ მექსიკოს შტატში, ერთმა თავდამსხმელმა საჯარო ბიბლიოთეკაში მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით ორი ადამიანი დაიღუპა. ქალაქ კლოვისის საჯარო ბიბლიოთეკაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ასევე ოთხი ადამიანიც დაშავდა.  თავდამსხმელი შემდეგ სამართალდამცველებს თვითნებურად ჩაბარდა. პოლიციის განცხადებით მომხდარზე ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭება ჯერ-ჯერობით ადრეა რა, მიმდინარეობს თავდამსხმელის დაკითხვა და გამოძიება. აშშ-ში მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე,  41 ათას 42 შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 10 ათას 197 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები