ალბერტის ტბაში მეთევზეთა ნავი ჩაიძირა

12 კაციდან 6 დაიღუპა

783895
ალბერტის ტბაში მეთევზეთა ნავი ჩაიძირა

აფრიკის სახელმწიფო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან მიღებული ცნობით, ამ ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ალბერტის ტბაში მეთევზეთა ნავი ჩაიძირა და მასზე მყოფი 12 კაციდან 6 დაიღუპა, ხოლო დანარჩენი ექვსი გადარჩა.

ხელისუფლების განცხადებით, ამ ტბაზე მრავალი მოძველებული და არა სტანდარტული ნავი დაცურავს და მათ ჩაძირვას ყოველწლიურად ასობით კაცი ეწირება.

გასულ თვეში ამ ქვეყანაში გამავალ მდინარე კასაიზე სამგზავრო ნავი ჩაიძირა, რასაც 27 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები