სრებრენიცას ტკივილი დაუვიწყარია

დღეს კიდევ 71 მსხვერპლის იდენტიფიკაცია მოხდა

768534
სრებრენიცას ტკივილი დაუვიწყარია

დღეს სრებრენიცას გენოციდის 22-ე წლისთავი აღინიშნება და მის ფარგლებში ამ გენოციდის კიდევ 71 მსხვერპლის იდენტიფიკაცია მოხდა რა, ამით პოტოჩარის ძმათა სასაფლაოზე დამარხულთა რაოდენობამ 6575 კაცს მიაღწია.

ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი ტრაგედია 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში მოხდა, როცა სერბებმა 8 ათასზე მეტი მუსლიმანი მამაკაცი ერთდროულად გამოასალმეს სიცოცხლეს.

დღეს ამ სასაფლაოზე კიდევ ერთხელ გაიმართება სამგლოვიარო ცერემონიალი, რომელშიც თურქეთის ვიცე პრემიერმინისტრი ნუმან კურთულმუში და თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს ახალი გენერალური დირექტორი იბრაჰიმ ერენიც მიიღებენ მონაწილეობას.

დიახ, 1995 წლის ივლისში სერბების სამხედრო ნაწილმა, რომელსაც გენერალი რატკო მლადიჩი მეთაურობდა, სრებრენიცა დაიპყრო და მუსლიმანი მამაკაცების ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, რაზედაც თვალი დახუჭეს იქ მომსახურე ჰოლანდიელმა სამშვიდობოებმა და აქედან გამომდინარე მათაც მიუძღვით ბრალი სრებრენიცას გენოციდში, რაც მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა ჰოლანდიის მთავრობამ.

ამ ტრაგედიიდან 22 წლის გასვლის მიუხედავად მის მსხვერპლთა ძიება გამოვლინება ჯერ კიდევ გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები