აშშ, ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

აშშ, ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

724872
აშშ, ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

აშშ-მ, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხრიდან ახალი  კონსტიტუციის მოსამზადებლად პარლამენტის შეკრების ბრძანებულებაზე  ხელის მოწერა  გააკრიტიკა. აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ ფიტზპატრიკი მადუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით შეშფოთებულები არიან. „პრეზიდენტი მადურო კიდევ ერთხელ თამაშის კანონების შეცვლას  ცდილობს. მადუროს ასეთი  გადაწყვეტილება ჩვენ, დამატებითი სანქციების დაწესების მიღებისკენ გვაიძულებს,“ განაცხადა მაიკლ ფიტზპატრიკმა. მეორეს მხრივ, ქვეყნის ოპოზიციამ, მადუროს შეთავაზება ახალი კონსტიტუციის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტის შეკრების თაობაზე, ოფიციალურად უარჰყო. ოპოზიციონერებმა გუშინ მადუროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ქუჩები ნაგვის ურნებით და სხვადასხვა საგნებით  გადაკეტეს. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები