პერუში წყალდიდობას 90 კაცი ემსხვერპლა

“ქვეყანას 1998 წლის აქეთ ასეთი ბუნებრივი კატასტროფა არ უნახია“

700912
პერუში წყალდიდობას 90 კაცი ემსხვერპლა

პერუს ჩრდილოეთს თავს დამტყდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90 კაცს მიაღწია, ხოლო ამის პარალელურად ხელისუფლებამ იმ დასახლებების მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, რომლებიც საშიშ ზონაში იმყოფებიან.

ელ ნინოს სახელწოდების გადაუღებელი წვიმების შედეგად ქვეყნის მდინარეები ადიდდა და კალაპოტები გადალახეს, დაზიანდა 115 ათასი სახლი, დაინგრა 117 ხიდი, წყალქვეშ დარჩა როგორც საავტომობილო გზები, ასევე სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

პერუს პრეზიდენტის, პედრო პაბლო კუჩინსკის თქმით, 1998 წლის აქეთ ქვეყანას ასეთი ბუნებრივი კატასტროფა არ უნახია.

უკვე თვეებია რაც პერუში გადაუღებლად წვიმს და იანვარში დედაქალაქ ლიმასთან ერთად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა არეკუიპაში, ჰუანკაველიკაში და იჯაში



მსგავსი ინფორმაციები