მაიკლ ფლინი თანამდებობიდან გადადგა

მისი გადადგომის შემდეგ ამ თანამდებობაზე გადამდგარი გენერალი კით კელოგი იქნა დანიშნული

671828
მაიკლ ფლინი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. ფლინი დონალდ ტრამპის ფიცის დადებამდე რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან აშშ-ს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების შესახებ მოლაპარაკებებით გახდა ცნობილი. თეთრი სახლის პრესსპიკერმა სეან სპიჩერმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ტრამპი მას ბოლომდე ენდობოდა რა, ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე საათის შედმეგ  მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის შემდეგ ამ თანამდებობაზე გადამდგარი გენერალი კით კელოგი იქნა დანიშნული. ამერიკის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლინმა გადადგომის შესახებ განცხადებაში ესენი ჩაწერა: „სამწუხაროდ, მოვლენების სწრაფი განვითარების გამო, მე, არამიზანმიმართულად მივაწოდე ვიცე-პრეზიდენტს და სხვებს არასრული ინფორმაცია რუსეთის ელჩთან ჩემი სატელეფონო საუბრების შესახებ. მე გულახდილად ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს და მათ მიიღეს ჩემი მობოდიშება. დღევანდელი მთავრობა აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ძლიერ ხელისუფლებად იქნებიან მოხსენიებული.  მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას“.



მსგავსი ინფორმაციები